„სამი თაობა" - თბილისში ქართველი მოქანდაკეების გამოფენა მოეწყობა

© photo: Sputnik / Stringerსამხატვრო აკადემიის ფასადი
სამხატვრო აკადემიის ფასადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" მოეწყობა უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა სამი გამოფენა – 1990-იანელები; 2000-იანელები; 2010-იანელები.
გამოფენები 13-31 ივლისის პერიოდში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე.
პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია.
გამოფენა 1990-იანი წლების მოქანდაკეების ნამუშევრებით გაიხსნება. 20 ივლისიდან სტუმრები 2000-იანი წლების ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებენ, ხოლო 27 ივლისიდან – 2010-იანი წლების ნამუშევრების.
პროექტის დასკვნითი ნაწილი მოიცავს საჯარო ლექციას ქართული ქანდაკების ისტორიასა და მიმდინარე პროცესებზე.
პროექტი „უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა გამოფენების ციკლი – „სამი თაობა" ეძღვნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს და ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0