რუსეთის ფინანსთა სამინისტრო თხევადი გაზის რუბლში გაყიდვას მხარს უჭერს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მხარს უჭერს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) რუბლებში გაყიდვის იდეას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გასულ კვირაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული თხევადი გაზის რუბლებში გაყიდვის თაობაზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ჩვენ ამას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა მან გაზეთ „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

როგორც „გაზპრომის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ პოლუსმა ივლისის დასაწყისში აღნიშნა, მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რუსეთიდან ექსპორტს შორის სავალუტო კონკურენცია მილსადენის გაზის რუბლით გაყიდვის გამო წარმოიქმნება. ამიტომ ახლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მათ შორის კონკურენციის გამორიცხვის მექანიზმის დანერგვა.
ყველა ახალი ამბავი
0