ქართველი ძიუდოისტები ზაგრების ტურნირისთვის ემზადებიან

© photo: Sputnikძიუდო, ვაჟა მარგველაშვილი
ძიუდო, ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თავდაპირველად ტურნირზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების 8 წარმომადგენელი უნდა წასულიყო, თუმცა მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები ზაგრების გრან-პრიზე 12 სპორტსმენით წარდგება – ნაკრებში ათი ვაჟი და ორი ქალი იქნება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ხორვატიის დედაქალაქში გრან-პრი 15-17 ივლისს გაიმართება.
ზაგრების გრან-პრიზე 71 ქვეყნის 550-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
ვაჟები:
-60კგ – გიორგი სარდალაშვილი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი.
ქალები
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
გასულ წელს აღნიშნულ ტურნირში მხოლოდ 4 ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა და ორმა მათგანმა კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0