პუტინი თეირანში ერდოღანთან და რაისისთან შესახვედრად გაემგზავრება

© photo: Sputnik / Mikhail Metsel / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 ივლისს თეირანში გაემგზავრება, სადაც ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან − იბრაჰიმ რაისისთან და რეჯეფ ერდოღანთან ერთად სამმხრივ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება „რია ნოვოსტი“ კრემლის წარმომადგენელ დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

„დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს. პრეზიდენტის ვიზიტი თეირანში მართლაც მზადდება. იქ ასტანის პროცესის გარანტორ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა გაიმართება. მოგეხსენებათ, ეს არის პროცესი სირიის დარეგულირების ხელშეწყობისთვის“, − განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივ და სამმხრივ კონტაქტებსაც გეგმავს.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი თეირანში 19 ივლისს გაემგზავრება, იმავე დღეს იგეგმება პუტინის შეხვედრა ერდოღანთან.
ყველა ახალი ამბავი
0