Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცუდი ქცევის“ გამო ამჯერად პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის უფროს ვაჟს აკრიტიკებენ

© photo: Sputnik / Alexey Fillipov / გადასვლა მედიაბანკშიკეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი უიმბლდონზე უფროს ვაჟთან, პრინც ჯორჯთან ერთად გამოჩნდნენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
ყვითელი ამბები
პრინცი ლუის „მავნე ქცევა“ მიუთითებს, რომ უილიამი და კეიტი მკაცრი მშობლები არ არიან
მასმედიის ყურადღება მაშინვე მიიქცია რვა წლის ჯორჯის ქცევამ, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მატჩს, თუმცა ზედმეტად ემოციური ჩანდა.
კამერებმა აღბეჭდეს კადრები, როგორ აძლევს შენიშვნას პრინცი უილიამი შვილს, ხოლო რამდენჯერმე პატარა პრინცს „ცუდ ქცევაზე“ დედაც მიუთითებს.
ეს ამ თვეში მეორე შემთხვევაა, როდესაც სამეფო ოჯახის პატარა წევრები მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან „ცუდი ქცევის“ გამო. დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე ყველას თავი უილიამისა და კეიტის უმცროსმა ვაჟმა ლუიმ დაამახსოვრა.
ყველა ახალი ამბავი
0