https://sputnik-georgia.com/20220712/premier-ma-sinzo-abes-gardacvalebastan-dakavsirebit-samzimris-wignsi-canaweri-gaaketa-268460455.html
პრემიერმა შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პრემიერმა შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
Sputnik საქართველო
შინძო აბე 67 წლის ასაკში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.
2022-07-12T20:14+0400
2022-07-12T20:14+0400
2022-07-12T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0c/268458556_0:266:1043:853_1920x0_80_0_0_6d59b4bdd4382cc279573e650a0232e2.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.შინძო აბეს დაკრძალვის ცერემონია დღეს ტოკიოში, უძველეს ბუდისტურ ტაძარში გაიმართა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა და იაპონელ დიპლომატს იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა.იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად, აღნიშნა პრემიერმა.„ამ გლოვის ჟამს ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას", – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, დაახლოებით ათი მეტრის მანძილიდან ზურგიდან ესროლეს. კისერსა და გულ-მკერდის არეში დაჭრილი ექს-პრემიერი მეორე გასროლის შემდეგ დაეცა. თავდამსხმელი დაკავებულია.დაჭრის შემდეგ ექს-პრემიერი გონზე იყო, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა „გულისა და ფილტვის გაჩერებით“.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0c/268458556_129:245:940:853_1920x0_80_0_0_32a3a9eddae5c199e780dba26933e18e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ექს-პრემიერი შინძო აბე გარდაცვალება სამძიმრის წიგნი ჩანაწერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ექს-პრემიერი შინძო აბე გარდაცვალება სამძიმრის წიგნი ჩანაწერი
პრემიერმა შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
20:14 12.07.2022 (განახლებულია: 22:29 12.07.2022) შინძო აბე თავდასხმის შემდეგ 67 წლის ასაკში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შინძო აბეს დაკრძალვის ცერემონია დღეს ტოკიოში, უძველეს ბუდისტურ ტაძარში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა და იაპონელ დიპლომატს იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად, აღნიშნა პრემიერმა.
„ამ გლოვის ჟამს ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას", – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, დაახლოებით ათი მეტრის მანძილიდან ზურგიდან ესროლეს. კისერსა და გულ-მკერდის არეში დაჭრილი ექს-პრემიერი მეორე გასროლის შემდეგ დაეცა. თავდამსხმელი დაკავებულია.
დაჭრის შემდეგ ექს-პრემიერი გონზე იყო, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა „გულისა და ფილტვის გაჩერებით“.