პოლონეთში ქართველი დააკავეს - მამაკაცს საზღვარზე 15 ერაყელი არალეგალურად გადაჰყავდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. პოლონეთი-ლიეტუვის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცს საზღვარზე 15 ერაყელი უკანონოდ გადაჰყავდა. იგი პოლონელმა მესაზღვრეებმა პოდ-ლასიეში დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა პოლონური სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილი საბუთების შესამოწმებლად გააჩერეს. შემოწმებისას გაირკვა, რომ მანქანაში მყოფი პირების ერთადერთი საბუთი ლიეტუვის უცხოელთა ცენტრის მოწმობა იყო და ისინი არალეგალურად კვეთდნენ საზღვარს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 წლის მამაკაცს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება ერაყის მოქალაქეებს, შესაბამისი პროცედურების შემდეგ ისინი რეადმისიის ფარგლებში ლიეტუვის მხარეს გადასცეს.
ყველა ახალი ამბავი
0