https://sputnik-georgia.com/20220712/nasa--268436652.html
NASA-ს ტელესკოპმა კოსმოსის უშორესი წერტილი გადაიღო - ფოტო
NASA-ს ტელესკოპმა კოსმოსის უშორესი წერტილი გადაიღო - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. კოსმოსურმა ტელესკოპმა James Webb-მა კოსმოსის უშორესი ნაწილის ყველაზე ღრმა, მკვეთრი და დეტალური სურათი გადაიღო, ნათქვამია აშშ-ის... 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T10:33+0400
2022-07-12T10:33+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
nasa
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. კოსმოსურმა ტელესკოპმა James Webb-მა კოსმოსის უშორესი ნაწილის ყველაზე ღრმა, მკვეთრი და დეტალური სურათი გადაიღო, ნათქვამია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) საიტზე.აღინიშნება, რომ ეს ტელესკოპის მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი სრულფერებიანი ფოტოა.სურათზე აღბეჭდილია გალაქტიკათა გროვა SMACS 0723, როგორიც ის 4,6 მილიარდი წლის წინ იყო. NASA-ს სპეციალისტების თქმით, ამ გალაქტიკათა გროვის გაერთიანებული მასა გრავიტაციული ლინზის მსგავსად მოქმედებს − ადიდებს მის მიღმა მდებარე, ბევრად უფრო შორეულ გალაქტიკებს.James Webb — ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ტელესკოპია, რომელიც კაცობრიობას ოდესმე გაუშვია კოსმოსში. მისი დახმარებით მეცნიერებს შეუძლიათ გამოიკვლიონ კოსმოსის განვითარების ფაზები. ტელესკოპმა პირველი სურათი დედამიწაზე 2 თებერვალს გამოგზავნა, როდესაც ის ჩვენი პლანეტიდან 1,5 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ტელესკოპმა მაშინ ფირზე მზის მსგავსი ვარსკვლავი HD 84406 აღბეჭდა.წყარო: NASA
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa, აშშ
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa, აშშ
NASA-ს ტელესკოპმა კოსმოსის უშორესი წერტილი გადაიღო - ფოტო
10:33 12.07.2022 (განახლებულია: 17:38 03.08.2023) თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. კოსმოსურმა ტელესკოპმა James Webb-მა კოსმოსის უშორესი ნაწილის ყველაზე ღრმა, მკვეთრი და დეტალური სურათი გადაიღო, ნათქვამია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) საიტზე.
აღინიშნება, რომ ეს ტელესკოპის მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი სრულფერებიანი ფოტოა.
სურათზე აღბეჭდილია გალაქტიკათა გროვა SMACS 0723, როგორიც ის 4,6 მილიარდი წლის წინ იყო. NASA-ს სპეციალისტების თქმით, ამ გალაქტიკათა გროვის გაერთიანებული მასა გრავიტაციული ლინზის მსგავსად მოქმედებს − ადიდებს მის მიღმა მდებარე, ბევრად უფრო შორეულ გალაქტიკებს.
„ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე მკრთალი ობიექტები, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულა ინფრაწითელ დიაპაზონში, პირველად გამოჩნდა James Webb-ის ხედვის ველში. უკიდეგანო სამყაროს ეს ნაწილი ცას დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომაზე ფარავს, რომელიც დედამიწაზე ვიღაცას თითქოს გაწვდილი ხელით უჭირავს“, – აცხადებენ მეცნიერები.
James Webb — ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ტელესკოპია, რომელიც კაცობრიობას ოდესმე გაუშვია კოსმოსში. მისი დახმარებით მეცნიერებს შეუძლიათ გამოიკვლიონ კოსმოსის განვითარების ფაზები. ტელესკოპმა პირველი სურათი დედამიწაზე 2 თებერვალს გამოგზავნა, როდესაც ის ჩვენი პლანეტიდან 1,5 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ტელესკოპმა მაშინ ფირზე მზის მსგავსი ვარსკვლავი HD 84406 აღბეჭდა.