Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუ აბედნიერებთ ჩემი ლანძღვა, მლანძღონ...“ - ლელა წურწუმიას ბექვოკალისტი პოპულარულ ვიდეოზე

© courtesy of Kakhi Mamulashviliკახი მამულაშვილი და გიორგი თორაძე
კახი მამულაშვილი და გიორგი თორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ლელა წურწუმიას ბათუმის საუნდჩეკის ვიდეოს განიხილავენ.
მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე, იგივე თორჩო მაყურებელს ბუკა კარტოზიას აკადემიური ანსამბლის „ქუინტესენსის“ შემადგენლობიდანაც ახსოვს, „მუსიკის ჰანგებიდანაც“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად არის აღიარებული, ლელა წურწუმიას ბენდიდანაც, სადაც ბექ-ვოკალისტის ამპლუაშია, თუმცა ყველგან გამოარჩევთ თავისი განსაკუთრებული სტილითა და სცენურობით.
როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში გიორგიმ აღნიშნა, არ გაკვირვებია, როდესაც სოციალურ ქსელებში მისი ხუმრობა ხალხმა აიტაცა.

„სხვათა შორის, აქამდე არაერთხელ მიხუმრია, თუ როგორი ადვილია საქართველოში პოპულარობა – შეგიძლია გაიხადო, ყველა, ვინც პოპულარულია, თოქშოუებიდან ვიცით ტიტვლები-მეთქი. იმ დღეს ყველა ცუდ ხასიათზე იყო, ველოდებოდით ამინდის გაუარესებას, მეგობრები ვიყავით მხოლოდ და მინდოდა ყველას გამხიარულება. არ მეგონა, თუ მამულიჩა ამ ვიდეოს დაპოსტავდა, რადგან სხვა ვიდეოებიც გვაქვს, სადაც ვმასხრობთ და ვმხიარულობთ. თავიდან, როცა ნეგატიური კომენტარები წამოვიდა, ვიცინოდით და ვხალისობდით. ცოტა ხანში ნახევარი მილიონი ნახვა მოაგროვა და იმდენი კომენტარი ჰქონდა, გამიკვირდა. კომენტარები რომ წავიკითხე, ამ ვიდეოს ხუთჯერ ვუყურე, ვფიქრობდი, მე ხომ არ გავაფრინე-მეთქი. დღესაც ვერ ვხვდები, რა არის განმაცვიფრებელი ამ ვიდეოში“, – ამბობს გიორგი.

ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
ყვითელი ამბები
ასეთი ულამაზესი ბინა აქვს ლელა წურწუმიას ბათუმში - მომღერალი ვიდეოს აქვეყნებს
მისი თქმით, დღესაც უამრავი მხარდასაჭერი მესიჯი და კომენტარი მისდის, წერენ, არა უშავს, ეს ხალხი ვერ მიხვდებაო.

„საზოგადოება დასტრესილია. მათიც მესმის. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც საბჭოთა კავშირში ან პოსტსაბჭოთა სივრცეშია გაზრდილი. ძალიან კარგად ვხვდები, რა ცხოვრება გამოიარეს ამ ადამიანებმა და რა ხდება მათ გარშემო, ამიტომ არანაირი პრეტენზია და არც აგრესია არ მაქვს. პირიქით, თუ დაიცლებიან ნეგატიური ემოციებისგან, კარგია, სადღაც ხომ უნდა დაიცალონ და, დაე, ვიყო მე, რა უნდა ვქნა. მთავარია, ყველა იყოს ბედნიერი. თუ გააბედნიერებთ ჩემი გალანძღვა, დაე, მლანძღონ“, – ამბობს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0