რუსეთი ნოვაია კახოვკაში დაშავებულების რაოდენობას აზუსტებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ხერსონის რაიონში, ნოვაია კახოვკაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავებულია 80-მდე კაცი, იუწყება „რია ნოვოსტი“ რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემუსოვზე დაყრდნობით.

„დაახლოებით 80 ადამიანია დაშავებული. გვაქვს ინფორმაცია ხუთი დაღუპულის შესახებ, შვიდი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ ნანგრევების ქვეშ ეძებენ“, − აღნიშნა სტრემუსოვმა.

მისი თქმით, ყველა დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეა.
როგორც სტრემუსოვმა განმარტა, დარტყმის შედეგები ორი კილომეტრის რადიუსში ფიქსირდება − ზოგი სახლი დანგრეულია, ზოგში კი ფანჯრებია ჩამსხვრეული.
სამხედრო-სამოქალაქო ავიაციის ცნობით, ნოვაია კახოვკის მიმართულებით სულ ექვსი რაკეტა იყო გასროლილი, მათგან სამი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
სტრემუსოვმა მანამდე „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ დარტყმა ამერიკული HIMARS-ებიდან განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0