მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრაგედია სიმთვრალეში: მამაკაცს თავზე დადებული ფეიერვერკი აუფეთქდა

CC BY-SA 2.0 / That Other Paper / სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, ტეხასის შტატი
სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, ტეხასის შტატი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ნასვამმა მამაკაცმა ფეირვერკი თავზე დაიდო და ასე სცადა მისი გაშვება, რაც ტრაგედიით დასრულდა, იუწყება Fort Worth Star-Telegraph-ი.
შემთხვევა აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის პაბლო რუისმა გადაწყვიტა, რომ ფეიერვერკისგან ერთგვარი „ნაღმმტყორცნი“ მოეწყო, რისთვისაც ფეიერვერკი თავზე დაიდო და ცეცხლი მოუკიდა. სამწუხაროდ, ფეირვერკი აფეთქდა და რუისს თავის ქალა გაუხვრიტა.
როგორც შემთხვევის თვითმხილველი, რუისის მეგობარი ამბობს, ეს უკანასკნელი მთვრალი იყო.
ინციდენტის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ თავგახეთქილი მამაკაცი აღმოაჩინა, რომელსაც ჭრილობიდან ტვინი უჩანდა. რუისი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მალევე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2022 წლის 1 იანვრიდან პეკინში ფეიერვერკებისა და პეტარდების გამოყენება აიკრძალა, საახალწლო დღესასწაულების პერიოდშიც კი. გარდა ამისა, ჩინეთის დედაქალაქში პიროტექნიკის ყველა მაღაზია დაიკეტა. ფეიერვერკების გამოყენება პეკინში მხოლოდ საერთო ეროვნული და საქალაქო მნიშვნელობის ღონისძიებებზე დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა შესაბამის სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს.
წყარო: Fort Worth Star-Telegraph
ყველა ახალი ამბავი
0