სასიკვდილო საფრთხე: რატომ არ შეიძლება ცხვირიდან თმის პინცეტით მოცილება

CC0 / Maheen Fatima / Rhinoplasty Healing Stagesექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ადამიანის სხეულის ესთეტიკის შესახებ თანამედროვე შეხედულებები ქალებისგან სხეულის თითქმის ყველა ზონაში მოითხოვს თმების მოცილებას. ის კი არა, კაცებიც კი იშორებენ ცხვირიდან თმებს, რაც მხოლოდ მტკივნეული კი არა, ძალიან საშიშიცაა, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ცხვირიდან თმის პინცეტით მოცილებისას ერთმა უყურადღებო მოძრაობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. როგორც ჯანმრთელობის ექსპერტები ამბობენ, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
რამდენიმე ღერის მოცილების შემდეგ შესაძლოა მეზობელმა ბოლქვებმა არასწორად ზრდა დაიწყოს. ეს გამოიწვევს ცხვირში თმის ჩაზრდას, რასაც მუდმივი დისკომფორტი და ტკივილი ახლავს თან. ასეთი მიუდგომელი ადგილიდან ჩაზრდილი თმის მოშორება კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, ჩაზრდილი თმა იწვევს აბსცესების (ჩირქგროვა) წარმოქმნას, რაც ნამდვილად მტანჯველ ტკივილებს განაცდევინებს ადამიანს.
ცხვირის თმას პირდაპირი პრაქტიკული დანიშნულება აქვს − ეს ბარიერია ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის. თმის მოცილებისას კი ლორწოვანაზე მიკროსკოპული ჭრილობა რჩება, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მავნე მიკროორგანიზმებმა პირდაპირ სისხლში შეაღწიონ. შედეგად – შესაძლოა გაჩნდეს სერიოზული დაავადებები – სისხლის მოწამვლა და სეფსისი.
ცხვირი „სიკვდილის სამკუთხედში“ მდებარეობს. ასე უწოდებენ ექიმები სახის არეს, რომელიც პირს, ცხვირსა და ცხვირ-ტუჩის ნაკეცებს მოიცავს. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ სამკუთხედში გადის ვენები და სისხლძარღვები, რომელთა მეშვეობითაც ხვდება სისხლი უშუალოდ ტვინის კავერნოზულ სხეულში. ამ არეში მუწუკის მოშორებამ ან თმის მოწიწკვნამ შეიძლება მყისიერი ინფიცირება გამოიწვიოს და სასიკვდილო საფრთხეც კი წარმოშვას.
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რა უნდა იცოდეთ „სიკვდილის სამკუთხედზე“: უკიდურესად სახიფათო ზონა სახეზე
ამასთან დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ინფექციამ შეიძლება ტვინამდე ვერ მიაღწიოს, მაგრამ მოხვდეს, მაგალითად, თვალში და იქ დაიწყოს გამრავლება, რაც ლორწოვანას დაჩირქებას და, უფრო მეტიც, მხედველობის დაკარგვას გამოიწვევს.
მაშ როგორ შეიძლება მოვიშოროთ ცხვირიდან თმა უსაფრთხოდ?
ექიმების რჩევით, შეგიძლიათ გამოიყენოთ:
წინასწარ გასტერილებული პატარა მაკრატელი − მომრგვალებული ბოლოებით;
ტრიმერი − რომელიც ფაქიზად მოასწორებს არაესთეტურ თმას ცხვირის ღრუში;
ცვილი − თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მართლია, ამ მეთოდით დაინფიცირების შანსი შესამჩნევად ნაკლებია, მაგრამ ჩნდება სხვა საფრთხეები − დამწვრობა და გაღიზიანება.
ყველა ახალი ამბავი
0