https://sputnik-georgia.com/20220712/amerikuli-dazvervis-angarisi-amo-268443075.html
დაფიქსირებულია 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი: ამერიკული დაზვერვის ანგარიში
დაფიქსირებულია 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი: ამერიკული დაზვერვის ანგარიში
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა 2004 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში 144-ზე მეტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო)... 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T13:34+0400
2022-07-12T13:34+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23227/24/232272417_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_9b61dd0e42bf184e0d096aeebdbd4d17.jpg
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა 2004 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში 144-ზე მეტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) დააფიქსირეს, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის წინასწარ მოხსენებაში.სპეცსამსახურებმა აღნიშნული დოკუმენტი კონგრესის მოთხოვნით მოამზადეს. კანონმდებლებს სურთ გაერკვნენ, ცდილობს თუ არა დაზვერვა ამოუცნობ მოვლენებზე ინფორმაციის დამალვას.გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშში შესული და გაანალიზებული 144-ვე შემთხვევა ამერიკელმა სამხედრო მფრინავებმა დააფიქსირეს. აქედან მათ მხოლოდ ერთი ობიექტის იდენტიფიცირება მოახერხეს − ეს, სავარაუდოდ, დიდი საჰაერო ბურთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ატმოსფეროში იჩუტებოდა. დანარჩენი 143-ის იდენტიფიცირება ან ახსნა შეუძლებელი გამოდგა.როგორც ირკვევა, 80 შემთხვევაში ობიექტები ერთდროულად რამდენიმე სათვალთვალო სისტემით დაფიქსირდა.მოხსენების თანახმად, ამოუცნობი ობიექტების წარმომავლობა შეიძლება სხვადასხვაგვარად აიხსნას: ზოგი მათგანი შეიძლება უბრალოდ ჰაერში გაფანტული ნაგავი ან ატმოსფერული მოვლენა იყოს, ზოგი კი − აშშ-ის მთავრობის ან მისი კონტრაქტორების საიდუმლო პროექტები. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები იყოს.აღინიშნება, რომ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული პოპულარული თეორიები უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტების შესახებ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23227/24/232272417_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_1eb8fe52c1558dacbed8469eeabd1c86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, მსოფლიოს ახალი ამბები
დაფიქსირებულია 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი: ამერიკული დაზვერვის ანგარიში
13:34 12.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა 2004 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში 144-ზე მეტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) დააფიქსირეს,
ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის წინასწარ მოხსენებაში.
სპეცსამსახურებმა აღნიშნული დოკუმენტი კონგრესის მოთხოვნით მოამზადეს. კანონმდებლებს სურთ გაერკვნენ, ცდილობს თუ არა დაზვერვა ამოუცნობ მოვლენებზე ინფორმაციის დამალვას.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშში შესული და გაანალიზებული 144-ვე შემთხვევა ამერიკელმა სამხედრო მფრინავებმა დააფიქსირეს. აქედან მათ მხოლოდ ერთი ობიექტის იდენტიფიცირება მოახერხეს − ეს, სავარაუდოდ, დიდი საჰაერო ბურთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ატმოსფეროში იჩუტებოდა. დანარჩენი 143-ის იდენტიფიცირება ან ახსნა შეუძლებელი გამოდგა.
როგორც ირკვევა, 80 შემთხვევაში ობიექტები ერთდროულად რამდენიმე სათვალთვალო სისტემით დაფიქსირდა.
მოხსენების თანახმად, ამოუცნობი ობიექტების წარმომავლობა შეიძლება სხვადასხვაგვარად აიხსნას: ზოგი მათგანი შეიძლება უბრალოდ ჰაერში გაფანტული ნაგავი ან ატმოსფერული მოვლენა იყოს, ზოგი კი − აშშ-ის მთავრობის ან მისი კონტრაქტორების საიდუმლო პროექტები. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები იყოს.
აღინიშნება, რომ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული პოპულარული თეორიები უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტების შესახებ.