ზუგდიდში გაიმართება ფესტივალი „კოლხი და...“

© photo: Sputnik / Stringerციხე-სიმაგრე ანაკლიაში
ციხე-სიმაგრე ანაკლიაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2021 წლის ივნისში ანაკლიაში ჩატარდა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ზუგდიდში ქართველი ლოტბარის პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და...“ 14-15 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ფესტივალს 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი, ხოლო 15 ივლისს ანაკლიის XVIII საუკუნის ისტორიული ციხის სივრცე უმასპინძლებს.
ფესტივალი ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით დაიწყება. დახურვის ღონისძიება 20:00 საათზე გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები: „რუსთავი", „ბასიანი", „ერისიონი", „არსიანი", „ოდოია", „ბედინერა", „კოლხური ტრიო", „ფაზისი", „ჰარირა", „ორბელი", ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, „მუსიკელი", „ჩელა", „ჩხოროწყუ", „კოლხეთი" და „ეგრისი".
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
ყველა ახალი ამბავი
0