ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Roads Department of Georgiaგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე 12 ივლისის ღამეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვები დაკავშირებულია ხევი–უბისას (157-ე კმ) მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით 12 ივლისის 02:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთიანი ინტერვალებით შეიზღუდება.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0