ძველი ქალაქი თუ ჩვეულებრივი კოლექტორი - თბილისის ცენტრში ნანგრევები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringerგზის რემონტი თბილისში
გზის რემონტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
სპეციალისტებს მოუწევთ გარკვევა, რა საიდუმლო ინახება მიწის ქვეშ – ისტორიული ძეგლი თუ ჩვეულებრივი კოლექტორი.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მელიქიშვილის გამზირის კაპიტალური რემონტის დროს მუშებმა ძველი ნაგებობების ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
მოულოდნელი აღმოჩენის შემდეგ გამზირის განახლების მასშტაბური პროექტი შეიძლება გაჭიანურდეს, რადგან ადგილი სპეციალისტებმა უნდა დაათვალიერონ.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამუშაოების დროს მუშები ამგვარ აღმოჩენებს აწყდებიან. ზუსტად თქმა, რა აღმოჩნდა იქ, მხოლოდ სპეციალისტების დასკვნის მერე იქნება შესაძლებელი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ისტორიული ძეგლია, მაგრამ, შესაძლოა, კოლექტორია, საკანალიზაციო სისტემა", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მერიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის. ზოგი მსჯელობს, რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ნაგებობა, ზოგი კი განიცდის, რომ ამის გამო გზის რემონტის სამუშაოები გაჭიანურდება, რაც ყოველთვის "საცობებს" უკავშირდება.
@provokat2_x #ფორიუ #ფორიუზე #ძველითბილისი #foryou #fyp #globall #oldcity #followme #follow ♬ original sound - პროვოკატორი
თბილისის მერიამ მელიქიშვილის გამზირის აღდგენის მასშტაბური პროექტი 17 ივნისს დაიწყო.
პროექტი ოთხ თვეზეა გათვლილი. მისი ბიუჯეტია 6,4 მლნ ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0