საქართველოში ორი საათის განმავლობაში ოთხი მიწისძვრა მოხდა

© AFP 2024 / OLIVIER MORINსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ორშაბათს, დილით მიწისქვეშა ბიძგები ზედიზედ ოთხჯერ დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
07:36 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა სოფელ სამებიდან 9 კილომეტრში მოხდა.
4,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:10 საათზეც დაფიქსირდა. ეპიცენტრი 3 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა 09:18 საათზეც – დაფიქსირდა 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა. ეპიცენტრი 8 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ბოლოს სამებასთან 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 09:47 საათზე. ეპიცენტრი 11 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0