https://sputnik-georgia.com/20220711/potshi-javaxishvilis-quchis-mcxovreblebma-aqcia-gamartes-268405206.html
ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები მერიის მიერ ალტერნატიული ფართების შეთავაზების პირობას არ თანხმდებიან და ფულად კომპენსაციებს მოითხოვენ. 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T16:52+0400
2022-07-11T16:52+0400
2022-07-11T21:17+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_0:199:1600:1099_1920x0_80_0_0_d56c28233a6ed2f710243c585a41f588.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ბინების შესაძენად თანხების გამოყოფა მოითხოვეს. მათი თქმით, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო არაა.ადგილობრივებმა პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. გარდა ამისა, აღნიშნული ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია პერმანენტული გახდება.ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მათთვის დეტალურადაა ცნობილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები და მოსახლეობას უკვე შესთავაზეს ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. უკვე მზად არის სახლის პროექტი და მიწის ნაკვეთი.აქციის მონაწილეები კი მერიის მიერ ალტერნატიული ფართების შეთავაზების პირობას არ თანხმდებიან და ფულად კომპენსაციებს მოითხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_212:168:1591:1202_1920x0_80_0_0_5233bc84919658fb691f5d6d732b5b79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
16:52 11.07.2022 (განახლებულია: 21:17 11.07.2022) აქციის მონაწილეები მერიის მიერ ალტერნატიული ფართების შეთავაზების პირობას არ თანხმდებიან და ფულად კომპენსაციებს მოითხოვენ.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ბინების შესაძენად თანხების გამოყოფა მოითხოვეს. მათი თქმით, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო არაა.
ადგილობრივებმა პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. გარდა ამისა, აღნიშნული ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ აქედან სასწრაფოდ გაგვასახლონ, 4 წელია ამას ვითხოვთ. ადამიანები იწამლებიან, უმძიმეს პირობებში ვართ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.
მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია პერმანენტული გახდება.
ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მათთვის დეტალურადაა ცნობილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები და მოსახლეობას უკვე შესთავაზეს ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. უკვე მზად არის სახლის პროექტი და მიწის ნაკვეთი.
აქციის მონაწილეები კი მერიის მიერ ალტერნატიული ფართების შეთავაზების პირობას არ თანხმდებიან და ფულად კომპენსაციებს მოითხოვენ.