Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შეიძლება გაეწია ანგარიში და უფრო დიდხანს ვყოფილიყავით“ - ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმარზე

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ქორწინების შესახებ ისაუბრა და იმ პერიოდში მის მიმართ ბულინგიც გაიხსენა.
ირაკლი კუტალაძე და ირინა შინკარევა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
ყვითელი ამბები
ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ფოტოები– ნახეთ რა ლამაზი ცოლ-შვილი ჰყავს ბიზნესმენს
აღმოჩნდა, რომ მომღერლის ცხოვრებაში იმ დროს დაუმსახურებელი ბულინგი იყო, რაც მოჰყვა მის გათხოვებას.

„ვიღაცას შეიძლება ის მოსწონდეს, ვიღაცას არა, მაგრამ ასეთი მასშტაბური და თან ძალიან ცუდი ბულინგი ცოტა მახსოვს. ვფიქრობდი, რომ არ უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ადამიანი ხარ, მაინც ნერვები გეშლება. მაშინ ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ქორწინება. არც ის მიცნობდა და არ იცოდა ჩემი ხასიათი, არც მე ვიცნობდი მას ხასიათით, შესაბამისად, ალბათ ამიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება. შეიძლება მეც გამეწია ანგარიში, მასაც, უფრო დიდხანს ვყოფილიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დასრულდა, რადგან ტიპაჟურად მაინც ვერ ვიყავით ერთნაირი”, – ამბობს ბადურაშვილი „ნოესთან”.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მისი ქორწინება ჩაითვალოს გარიგებით ქორწინებად, მომღერალმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, არ ჩავთვლი. კონცერტი ტარდებოდა მოსკოვში და იმ ღონისძების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო”, – თქვა ნინი ბადურაშვილმა და აქვე აღიარა, რომ მისი ქორწინება არ იყო მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული.

ყველა ახალი ამბავი
0