https://sputnik-georgia.com/20220711/mmartvel-partiashi-jartan-dakavshirebit-nacmozraoba-gaakritikes-268408100.html
მმართველმა პარტიამ ქართულ ჯართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა
მმართველმა პარტიამ ქართულ ჯართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ქართული ჯარი სიამაყის გრძნობას იწვევს. 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T18:38+0400
2022-07-11T18:38+0400
2022-07-11T21:45+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/81/236148195_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7bc1f806d3f24de0ec22851e5a781c2c.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ქართული ჯარის სულს ვერ გატეხს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.10 ივლისს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ქართული ჯარი ბრძოლას ვერ შეძლებს. მან ხელისუფლებას გამყიდველი უწოდა, რომელიც ჯარს კაპიტულაციისთვის წინასწარ ამზადებს.დეპუტატის თქმით, ქართული ჯარი თავისი შესაძლებლობებით, თავისი სტანდარტებით და მაღალი ბრძოლისუნარიანობით, როგორც არასდროს, ისე ახლოსაა ნატოს სტანდარტებთან.ქადაგიშვილის თქმით, ქართული ჯარი სიამაყის გრძნობას იწვევს.თავის მხრივ, ბარამიძე მიიჩნევს, რომ ქართული ჯარი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი გაუჩნდეს. „ვის რაში სჭირდება ქართული ჯარი?!“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/81/236148195_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_971b497eaadcafdb1d7553d9f3106bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მმართველმა პარტიამ ქართულ ჯართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა
18:38 11.07.2022 (განახლებულია: 21:45 11.07.2022) დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ქართული ჯარი სიამაყის გრძნობას იწვევს.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ქართული ჯარის სულს ვერ გატეხს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.
10 ივლისს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ქართული ჯარი ბრძოლას ვერ შეძლებს. მან ხელისუფლებას გამყიდველი უწოდა, რომელიც ჯარს კაპიტულაციისთვის წინასწარ ამზადებს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი შეფასება და დამოკიდებულება მიუთითებს ამ პოლიტიკოსისა და მისი პოლიტიკური ძალის მორალურ დაცემას. ეს სიტყვები, პირველ რიგში, მათი თვითლუსტრაციაა და იგი ვერ დააკნინებს ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობასა და საბრძოლო სულს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ქართული ჯარი თავისი შესაძლებლობებით, თავისი სტანდარტებით და მაღალი ბრძოლისუნარიანობით, როგორც არასდროს, ისე ახლოსაა ნატოს სტანდარტებთან.
ქადაგიშვილის თქმით, ქართული ჯარი სიამაყის გრძნობას იწვევს.
თავის მხრივ, ბარამიძე მიიჩნევს, რომ ქართული ჯარი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი გაუჩნდეს. „ვის რაში სჭირდება ქართული ჯარი?!“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში.