„ეს ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრნენ...“ - რაზე სწყდება გული მაია ასათიანს
17:58 11.07.2022 (განახლებულია: 21:34 11.07.2022)
© Talkshow Profiliმაია ასათიანი
© Talkshow Profili
გამოწერა
ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც გადაცემა „პროფილი“ ეთერში აღარ გადის, ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კითხულობენ ისეთი ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც მას არანაირი დამსახურება არ აქვს, ხოლო ისინი, ვის ცხოვრებაშიც „პროფილი“ კარიერის მთავარი ორთქლმავალი იყო, საერთოდ გაქრნენ.
„ერთი წელია ეთერში აღარ ვარ, საოცარი გამოცდილების წელი იყო, მგონი თავიდან ვისწავლე ცხოვრება წითელი შუქის გარეშე. რომ მეგონა აღარაფერი გამაოცებდა, თურმე ვცდებოდი. მუდმივად მკითხულობდნენ ისინი, ვის ცხოვრებაშიც არანაირი დამსახურება არ მაქვს, მკითხულობდნენ უბრალოდ, ადამიანურად, ხოლო ისინი, ვის ცხოვრებაშიც „პროფილი” კარიერის მთავარი ორთქლმავალი იყო, საერთოდ გაქრნენ. არადა, 14 წელი ვიყავი ეთერში. რა მაგარია, ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ეს ყველაფერი უნდა მენახა და მეგრძნო. ზუსტად ამას ვასწავლი ჩემი კოლეგების ახალ თაობას, მადლობის თქმა არ დააგვიანდეთ და კიდევ ღირსეული „ნახვამდის” თქვან იქ, საიდანაც დაიწყეს“, – წერს მაია ასათიანი.
მაია ასათიანის გადაცემა რამდენიმეწლიანი არსებობის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ზე გასული წლის მარტში დაიხურა. რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ გადაცემა ტელეკომპანია „TV პირველზე“ გადავიდა, თუმცა იქაც მალევე დაიხურა.