მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეათე კანდიდატი პრემიერის პოსტზე: მინისტრი გადასახადების შემცირების პირობას დებს

© MFA of Russia / გადასვლა მედიაბანკშიდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, რითაც ამ თანამდებობაზე მეათე კანდიდატი გახდა, იუწყება The Telegraph-ი.

„მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას იმიტომ, რომ შემიძლია ხალხის ხელმძღვანელობა, დაპირებების შესრულება და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება“, — განაცხადა მან.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ახლა „უზარმაზარი გამოწვევების“ წინაშე დგას გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ასევე „აგრესიული რუსეთისა“ და ჩინეთის ქმედებების გამო.
ტრასი პირობას დებს, რომ თუ მთავრობის მეთაური გახდება, თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან შეამცირებს გადასახადებს, რათა „დაეხმაროს ხალხს ცხოვრების გაძვირებასთან გამკლავებაში“.
ტრასი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და გმობს რუსულ „სამხედრო ოპერაციას“. მისი თქმით, ბრიტანეთი არ მოისვენებს მანამ, სანამ რუსეთის ეკონომიკას არ გაანადგურებს, მან რუსეთს „მსოფლიო ასპარეზზე გარიყული“ უწოდა.
ელიზაბეტ ტრასი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2021 წლის სექტემბერში გახდა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა ქალთა და თანაბარი შესაძლებლობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, იუსტიციის და გარემოს დაცვის სამინისტროებს. ქალბატონი ტრასი რუსეთის ქმედებების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები უკვე წამოაყენეს: ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, განათლების ყოფილმა მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა რიში სუნაკმა, სავაჭრო ურთიერთობების მინისტრმა პენი მორდონტმა და სხვ. პრემიერის პოსტისთვის ამ დროისათვის ათი პოლიტიკოსი იბრძვის. მეთერთმეტე კანდიდატი შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი, რომელიც გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.
წყარო: The Telegraph
ყველა ახალი ამბავი
0