https://sputnik-georgia.com/20220711/lietuva-kaliningradi-saqonlis-tranziti-268402018.html
გაფრთხილების მიუხედავად: ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე აკრძალვები გააფართოვა
გაფრთხილების მიუხედავად: ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე აკრძალვები გააფართოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლიეტუვის ხელისუფლებამ დღეიდან, 11 ივლისიდან გააფართოვა საქონლის ჩამონათვალი, რომლის იმპორტი კალინინგრადის რეგიონში ევროკავშირის... 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T13:56+0400
2022-07-11T13:56+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ლიეტუვა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268401587_0:163:3063:1885_1920x0_80_0_0_8cc51720f1b46e81ef3956a1ddc287c4.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლიეტუვის ხელისუფლებამ დღეიდან, 11 ივლისიდან გააფართოვა საქონლის ჩამონათვალი, რომლის იმპორტი კალინინგრადის რეგიონში ევროკავშირის სანქციების შესაბამისად არის აკრძალული, იუწყება Reuters-ი.ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლის თქმით, საუბარია ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სპირტის საფუძველზე დამზადებული სამრეწველო ქიმიკატების ტრანზიტის აკრძალვაზე.როგორც ლიეტუვის საბაჟო აცხადებს, ყველა ეს რესტრიქცია ევროკავშირის რეგლამენტითაა განსაზღვრული და ეფუძნება ევროკომისიის შეფასებას, ასევე შემუშავებულია ევროკომისიასთან კონსულტაციით.ვილნიუსმა 18 ივნისიდან შეაჩერა ევროკავშირის სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონში. ესენია: სამშენებლო მასალები, ლითონი, ხის მასალა, ცემენტი, სასუქები, ალკოჰოლი, ხიზილალა და სხვა კატეგორიები — ეს გადაზიდვების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 50 პროცენტია. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ევროკავშირის სანქციებს იცავენ და ამ საკითხში რუსეთთან დათმობაზე არ წავლენ.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, ლიეტუვა ამ გადაწყვეტილებით აგრესიულად მოიქცა და „არამეგობრულ ხაზებს“ გასცდა. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, მოსკოვი იტოვებს უფლებას, დაიცვას ეროვნული ინტერესები. თუმცა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორ ანტონ ალიხანოვს იმედი აქვს, რომ პრობლემი დიპლომატიური გზით გადაიჭრება.წყარო: Reuters
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268401587_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_402e14f16d02b1bf65d22f4956713dea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ლიეტუვა , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ლიეტუვა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლიეტუვის ხელისუფლებამ დღეიდან, 11 ივლისიდან გააფართოვა საქონლის ჩამონათვალი, რომლის იმპორტი კალინინგრადის რეგიონში ევროკავშირის სანქციების შესაბამისად არის აკრძალული, იუწყება Reuters-ი.
ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლის თქმით, საუბარია ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სპირტის საფუძველზე დამზადებული სამრეწველო ქიმიკატების ტრანზიტის აკრძალვაზე.
გარდა ამისა, როგორც ლიეტუვის სეიმის დეპუტატი მატას მალდეიკისი ამბობს, 10 აგვისტოდან სასანქციო შეზღუდვები ამოქმედდება ნახშირსა და სხვა მყარ წიაღისეულ საწვავზე, 5 დეკემბრიდან — ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან — ნავთობპროდუქტებზე.
როგორც ლიეტუვის საბაჟო აცხადებს, ყველა ეს რესტრიქცია ევროკავშირის რეგლამენტითაა განსაზღვრული და ეფუძნება ევროკომისიის შეფასებას, ასევე შემუშავებულია ევროკომისიასთან კონსულტაციით.
ვილნიუსმა 18 ივნისიდან შეაჩერა ევროკავშირის სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონში. ესენია: სამშენებლო მასალები, ლითონი, ხის მასალა, ცემენტი, სასუქები, ალკოჰოლი, ხიზილალა და სხვა კატეგორიები — ეს გადაზიდვების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 50 პროცენტია. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ევროკავშირის სანქციებს იცავენ და ამ საკითხში რუსეთთან დათმობაზე არ წავლენ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, ლიეტუვა ამ გადაწყვეტილებით აგრესიულად მოიქცა და „არამეგობრულ ხაზებს“ გასცდა. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, მოსკოვი იტოვებს უფლებას, დაიცვას ეროვნული ინტერესები. თუმცა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორ ანტონ ალიხანოვს იმედი აქვს, რომ პრობლემი დიპლომატიური გზით გადაიჭრება.