მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაერო: მსოფლიოს მოსახლეობა ნოემბერში 8 მლრდ-ს მიაღწევს

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ტემპი, მიუხედავად იმისა, რომ ის შემოდგომაზე რვა მილიარდ კაცს მიაღწევს, ნელდება.
ამის შესახებ ნათქვამია მოსახლეობის მსოფლიო დღისადმი, 11 ივლისისადმი მიძღვნილ ანგარიშში, რომელიც Deutsche Presse-Agentur-ის განკარგულებაში აღმოჩნდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიო რვა მილიარდიან მაჩვენებელს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის მიაღწევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ზრდის ტემპი დღეს უკვე შენელებულია, 2080 წლიდან კი, პროგნოზების მიხედვით, საერთოდ შეწყვეტს ზრდას. მაქსიმუმი, რომლის მიღწევაც პლანეტას შეუძლია, არის 10,4 მილიარდამდე ადამიანი.
გაეროს მოსახლეობის განყოფილების დირექტორის ჯონ ვილმოტის თქმით, ეს მოვლენა ბევრ ახალ შესაძლებლობას აჩენს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის. მისი აზრით, მოსახლეობის ზრდის შენელება გააიოლებს შიმშილთან და სიღარიბესთან ბრძოლას და ასევე ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა ვილმოტი ხაზს უსვამს, რომ ამას თავისი პრობლემებიც ახლავს.
მაგალითად ის, რომ შობადობის შემცირება მთლიანობაში ხელს შეუწყობს პლანეტის მოსახლეობის დაბერებას. შედეგად – მისი სულ უფრო დიდი ნაწილი მიაღწევს ასაკს, როდესაც ის დახმარებაზე იქნება დამოკიდებული.
ამასთანავე აღინიშნება, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირების პარალელურად გაიზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. გაეროს შეფასებით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 77,2 წლამდე გაიზრდება, მაშინ, როცა 2019 წლისთვის ის 72,8 წელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის ზრდის ტემპის კუთხით უზარმაზარი პრობლემები შეინიშნება ჩინეთში — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში. გასულ წელს ჩინეთში სულ ათ მილიონზე ცოტა მეტი ბავშვი დაიბადა. ეს ძალიან მაღალ რიცხვად მოჩანს, თუმცა ის ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ქვეყანამ მოსახლეობის რაოდენობა პერსპექტივაში 1,4 მლრდ კაცზე შეინარჩუნოს.
მოსახლეობის რაოდენობის სიდიდით მეორე ქვეყანაში – ინდოეთში ასევე მცირდება შობადობა. ინდოელი ქალები საშუალოდ ორი შვილის გაჩენით კმაყოფილდებიან. ეს კი დაახლოებით 10%-ით ნაკლებია ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებლებზე.
ყველა ახალი ამბავი
0