https://sputnik-georgia.com/20220711/dadasturebulia-saqartvelosi-gazis-msxvili-sabado-armoacines-268425950.html
დადასტურებულია: საქართველოში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს
დადასტურებულია: საქართველოში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
გაზის დიდი საბადო თბილისის მახლობლად აღმოაჩინეს
2022-07-11T20:13+0400
2022-07-11T20:13+0400
2022-07-11T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261863438_0:209:2049:1361_1920x0_80_0_0_d951f1d6f22cdf2d538922d33f53d398.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ BMG-ს ეთერში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.თბილისის მახლობლად მდებარე საბადოზე გაზის მოპოვებას განახორციელებს კომპანია „ბლოკ ენერჯი“ (Block Energy), რომელიც იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს საქართველოში ადრე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის გამოსავლენად. ჭაბურღილი თავის დროზე კომპანია „შლუმბერჟემ“ (Schlumberger) გაბურღა, ხოლო ახლა ლიცენზიის ოპერატორია კომპანია Block Energy.მისი თქმით, „ბლოკ ენერჯი“ უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით.„სავარაუდოდ, ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი იქნას მოპოვებული“, – განაცხადა ტატიშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ „ბლოკ ენერჯი" ძველ ჭაბურღილებშიც აწარმოებს ჰორიზონტალურ ბურღვებს, რამაც 80%-ით გაზარდა გაზის ამოღება. კომპანია მოიპოვებს 30 მილიონ კუბურ მეტრს, რაც არის, მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი.„მას შემდეგ, რაც კომპანია ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გახდება”, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ ვერ მიუახლოვდა გაზისა და ნავთობის 1980-იანი წლების მოპოვების მაჩვენებლებს. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ საბადოებზე, რომლებიც 1980-იან წლებშია აღმოჩენილი და მათი მარაგები იწურება.„ამიტომ მთელი ყურადღება ახალი საბადოების აღმოჩენაზეა კონცენტრირებული“, – განაცხადა ტატიშვილმა.რაც შეეხება მთლიანად მოპოვებას საქართველოში, ბოლო ორ წელიწადში ეს არის დაახლოებით 80 ათასი ტონა, საიდანაც დაახლოებით 60%-ს იღებს ინვესტორი, დანარჩენს – სახელმწიფო.„ის მარაგები რომ ავითვისოთ, რაც ახლა გვაქვს დამტკიცებული, საქართველო სრულად დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას ნახშირწყალბადებზე – როგორც ნავთობში, ასევე გაზში. ხოლო თუ რესურსების ათვისებაც მოვახდინეთ, ექსპორტიორი ქვეყანა გავხდებით“, – განმარტა ტატიშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261863438_48:0:1863:1361_1920x0_80_0_0_8528541b84cc661375aa6eac15d0efd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თბილისი გაზი საბადო აღმოჩენა
საქართველო თბილისი გაზი საბადო აღმოჩენა
დადასტურებულია: საქართველოში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს
20:13 11.07.2022 (განახლებულია: 22:26 11.07.2022) გაზის დიდი საბადო თბილისის მახლობლად აღმოაჩინეს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ BMG-ს ეთერში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
თბილისის მახლობლად მდებარე საბადოზე გაზის მოპოვებას განახორციელებს კომპანია „ბლოკ ენერჯი“ (Block Energy), რომელიც იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს საქართველოში ადრე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის გამოსავლენად. ჭაბურღილი თავის დროზე კომპანია „შლუმბერჟემ“ (Schlumberger) გაბურღა, ხოლო ახლა ლიცენზიის ოპერატორია კომპანია Block Energy.
„ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, „შლუმბერჟეს“ გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად“, – განაცხადა ტატიშვილმა.
მისი თქმით, „ბლოკ ენერჯი“ უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით.
„სავარაუდოდ, ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი იქნას მოპოვებული“, – განაცხადა ტატიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ბლოკ ენერჯი" ძველ ჭაბურღილებშიც აწარმოებს ჰორიზონტალურ ბურღვებს, რამაც 80%-ით გაზარდა გაზის ამოღება. კომპანია მოიპოვებს 30 მილიონ კუბურ მეტრს, რაც არის, მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი.
„მას შემდეგ, რაც კომპანია ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გახდება”, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ ვერ მიუახლოვდა გაზისა და ნავთობის 1980-იანი წლების მოპოვების მაჩვენებლებს. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ საბადოებზე, რომლებიც 1980-იან წლებშია აღმოჩენილი და მათი მარაგები იწურება.
„ამიტომ მთელი ყურადღება ახალი საბადოების აღმოჩენაზეა კონცენტრირებული“, – განაცხადა ტატიშვილმა.
რაც შეეხება მთლიანად მოპოვებას საქართველოში, ბოლო ორ წელიწადში ეს არის დაახლოებით 80 ათასი ტონა, საიდანაც დაახლოებით 60%-ს იღებს ინვესტორი, დანარჩენს – სახელმწიფო.
„ის მარაგები რომ ავითვისოთ, რაც ახლა გვაქვს დამტკიცებული, საქართველო სრულად დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას ნახშირწყალბადებზე – როგორც ნავთობში, ასევე გაზში. ხოლო თუ რესურსების ათვისებაც მოვახდინეთ, ექსპორტიორი ქვეყანა გავხდებით“, – განმარტა ტატიშვილმა.