https://sputnik-georgia.com/20220710/vin-unda-gaiketos-kovid-vaqcinis-buster-doza-cercvaze-268368326.html
ვინ უნდა გაიკეთოს კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ-დოზა: ცერცვაძე
ვინ უნდა გაიკეთოს კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ-დოზა: ცერცვაძე
Sputnik საქართველო
ექიმის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მეოთხე დოზა ექიმის რეკომენდაციით და დანიშნულებით შეიძლება გაკეთდეს.
2022-07-10T15:00+0400
2022-07-10T15:00+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262891638_0:0:1822:1026_1920x0_80_0_0_f03f06bfb49c4d4e593e465b11e30168.png
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დამატებითი ბუსტერ დოზა შეიძლება გაიკეთონ 50 წელს გადაცილებულმა პირებმა ან მათ, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის" შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მეოთხე დოზა ექიმის რეკომენდაციით და დანიშნულებით შეიძლება გაკეთდეს.„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპიВ.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.როგორც ცნობილია, დღეისათვის ძალაშია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები – სოციალური დისტანციის დაცვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262891638_291:0:1768:1108_1920x0_80_0_0_1ef156e9a4e4b0dc8e656c41fd6f07c5.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოვიდ-ვაქცინა ბუსტერ-დოზა თენგიზ ცერცვაძე
კოვიდ-ვაქცინა ბუსტერ-დოზა თენგიზ ცერცვაძე
ვინ უნდა გაიკეთოს კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ-დოზა: ცერცვაძე
15:00 10.07.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) ექიმის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მეოთხე დოზა ექიმის რეკომენდაციით და დანიშნულებით შეიძლება გაკეთდეს.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დამატებითი ბუსტერ დოზა შეიძლება გაიკეთონ 50 წელს გადაცილებულმა პირებმა ან მათ, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის" შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
„ვისაც ორი აცრა ჩატარებული აქვს, ბოლო აცრიდან 5 თვის შემდეგ შეუძლია მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ხოლო მე-4 „ბუსტერ“ დოზას აქვს გარკვეული შეზღუდვები - უკეთდება მათ, ვინც არის 50 წლის ზემოთ ან აქვს რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მეოთხე დოზა ექიმის რეკომენდაციით და დანიშნულებით შეიძლება გაკეთდეს.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ძალაშია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები – სოციალური დისტანციის დაცვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.