https://sputnik-georgia.com/20220710/ukrainasi-kidev-erti-qartveli-mebrzoli-dairupa-268371387.html
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
2022-07-10T17:39+0400
2022-07-10T17:39+0400
2022-07-10T17:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.47 წლის კახა გოგოლი 10 ივლისს, გამთენიისას საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა ქართველი მებრძოლი დაიღუპა კახა გოგოლი
უკრაინა ქართველი მებრძოლი დაიღუპა კახა გოგოლი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
17:39 10.07.2022 (განახლებულია: 17:40 10.07.2022) უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
47 წლის კახა გოგოლი 10 ივლისს, გამთენიისას საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.