https://sputnik-georgia.com/20220710/qartvelma-msaxiobebma-qarlovi-varis-kinofestivalis-mtavari-jildo-daimsaxures-268369360.html
ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურეს
ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურეს
Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის სოსო ბლიაძის ახალი ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის ფესტივალზე შედგა.
2022-07-10T16:00+0400
2022-07-10T16:00+0400
2022-07-10T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22796/35/227963592_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_6ce290c7607acbd5a538b245ffdc6523.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მსახიობებმა თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლებისთვის კარლოვი ვარის პრესტიჟულ კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვეს, იუწყება კინოფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი შაბათს დასრულდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, იგი ტრადიციული ფორმით გაიმართა. მაყურებელმა 170-მდე ფილმი ნახა, აქედან 130 - სრულმეტრაჟიანი.ორივე მსახიობი სამადლობელო სიტყვის დროს ემოციებით აღსავსე იყო. თანაც დაჯილდოების ცერემონია თაკი მუმლაძის დაბადების დღეს დაემთხვა. მას ჯილდო გადასცეს სიმღერა Happy Birthday-ს თანხლებით, რომელიც მაყურებლებმა შეასრულეს.ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართა. სცენარზე სოსო ბლიაძესთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძეც მუშაობდა.ეს ფილმი მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცრურწმენებთან ბრძოლას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც. მოქმედება პანდემიის დროს ხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22796/35/227963592_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_544b57074bfc6853052269b70c5d0e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კარლოვი ვარი კინოფესტივალი მთავარი ჯილდო თაკი მუმლაძე მარიამ ხუნდაძე
კარლოვი ვარი კინოფესტივალი მთავარი ჯილდო თაკი მუმლაძე მარიამ ხუნდაძე
ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურეს
ქართველი რეჟისორის სოსო ბლიაძის ახალი ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის ფესტივალზე შედგა.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მსახიობებმა თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლებისთვის კარლოვი ვარის პრესტიჟულ კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვეს, იუწყება კინოფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.
კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი შაბათს დასრულდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, იგი ტრადიციული ფორმით გაიმართა. მაყურებელმა 170-მდე ფილმი ნახა, აქედან 130 - სრულმეტრაჟიანი.
ორივე მსახიობი სამადლობელო სიტყვის დროს ემოციებით აღსავსე იყო. თანაც დაჯილდოების ცერემონია თაკი მუმლაძის დაბადების დღეს დაემთხვა. მას ჯილდო გადასცეს სიმღერა Happy Birthday-ს თანხლებით, რომელიც მაყურებლებმა შეასრულეს.
ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართა. სცენარზე სოსო ბლიაძესთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძეც მუშაობდა.
ეს ფილმი მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცრურწმენებთან ბრძოლას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც. მოქმედება პანდემიის დროს ხდება.