https://sputnik-georgia.com/20220710/qartvelma-moragbeebma-italiastan-istoriuli-gamarjveba-moipoves-268378131.html
ქართველმა მორაგბეებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს
ქართველმა მორაგბეებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ქართველმა მორაგბეებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს გუნდი დიდი ექვსეულიდან 10.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-10T22:16+0400
2022-07-10T22:16+0400
2022-07-10T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24289/18/242891857_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_eeaeab6ee326dd33d3d94b2d17e518ac.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩი იტალიის წინააღმდეგ ანგარიშით 28:19 მოიგო.ეს გუნდების მეხუთე შეხვედრა იყო. პირველი ოთხი მატჩი იტალიელებმა მოიგეს.საქართველოს ნაკრები შეხვედრის მე-11 წუთიდან იგებდა. „ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ სანდრო თოდუას შეტევისა და წარმატებული ლელოს წყალობით - 5:0. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაწინაურების შემდეგაც შეინარჩუნა.გარკვეულ მომენტში იტალიის ნაკრებმა ქართველი მორაგბეების შეცდომებით ისარგებლა და ზედიზედ 13 ქულა დააგროვა. მეორე ტაიმი მშვიდად დაიწყო, მე-60 წუთზე გუნდებმა მხოლოდ თითო საჯარიმო დარტყმა გაცვალეს. 69-ე წუთზე გელა აფრასიძემ ბრწყინვალედ გარდასახა საჯარიმო დარტყმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის მატჩებს შინ 2015 წლის „თბილისის თასის“ შემდეგ პირველად ატარებენ - ორს ქუთაისში და ერთს ბათუმში. 3 ივლისს საქართველო არგენტინას XV შეხვდა (საქართველო 24:30 დამარცხდა), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლა, 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24289/18/242891857_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_60cf3f4c8ca610ce78b55351200404d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს
22:16 10.07.2022 (განახლებულია: 23:31 10.07.2022) ქართველმა მორაგბეებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს გუნდი დიდი ექვსეულიდან
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩი იტალიის წინააღმდეგ ანგარიშით 28:19 მოიგო.
ეს გუნდების მეხუთე შეხვედრა იყო. პირველი ოთხი მატჩი იტალიელებმა მოიგეს.
საქართველოს ნაკრები შეხვედრის მე-11 წუთიდან იგებდა. „ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ სანდრო თოდუას შეტევისა და წარმატებული ლელოს წყალობით - 5:0. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაწინაურების შემდეგაც შეინარჩუნა.
გარკვეულ მომენტში იტალიის ნაკრებმა ქართველი მორაგბეების შეცდომებით ისარგებლა და ზედიზედ 13 ქულა დააგროვა. მეორე ტაიმი მშვიდად დაიწყო, მე-60 წუთზე გუნდებმა მხოლოდ თითო საჯარიმო დარტყმა გაცვალეს. 69-ე წუთზე გელა აფრასიძემ ბრწყინვალედ გარდასახა საჯარიმო დარტყმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.
„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის მატჩებს შინ 2015 წლის „თბილისის თასის“ შემდეგ პირველად ატარებენ - ორს ქუთაისში და ერთს ბათუმში. 3 ივლისს საქართველო არგენტინას XV შეხვდა (საქართველო 24:30 დამარცხდა), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლა, 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს.