მსოფლიო ფასები სურსათზე მესამე თვეა მცირდება - FAO

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი საყიდლებზე სუპერმარკეტში
მამაკაცი საყიდლებზე სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2022
გამოწერა
FAO-ს ინდექსის შემცირება მაისში გამოწვეული იყო მცენარეულ ცხიმზე, მარცვლეულსა და შაქარზე ფასების კლებით.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მსოფლიო ფასები სურსათზე ივნისში კვლავ შემცირდა მას შემდეგ, რაც მარტში რეკორდს მიაღწია მინიმუმ 1990 წლის შემდეგ, ანუ შესაბამისი ინდექსის გამოთვლის დაწყებიდან, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი — ეს საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო ფასების დინამიკას აჩვენებს ხუთ ძირითად სასურსათო ჯგუფზე.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ივნისში საშუალოდ 154,2 პუნქტი იყო, რაც 3,7 პუნქტით (2,3%) ნაკლებია მაისის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29 პუნქტით (23,1%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„ფასების შემცირება ზედიზედ მესამე თვეა მიმდინარეობს, ივნისში სურსათზე ფასების შემცირება მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა შაქრის გაიაფების ხარჯზე მოხდა, ამასთან გაიზარდა ფასების ინდექსი რძის ნაწარმსა და ხორცზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მარცვლეულზე ფასების ინდექსი მაისისთვის 4,1%-ით, ანუ 7,2 პუნქტით შემცირდა 166,3 პუნქტამდე, ამასთან წლიური გადაანგარიშებით ინდექსი გაიზარდა 36 პუნქტით, ანუ 27,6%-ით. კლებას ყოველთვიურ დინამიკაში FAO უკავშირებს „ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახალი მოსავლის ხელმისაწვდომი მარცვლეულის მოცულობის სეზონურ ზრდას", კარგ პირობებს ხორბლის მოსაყვანად და რუსული წარმოების ზრდის პროგნოზს, ასევე მოთხოვნის შემცირებას.
მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი მაისთან შედარებით 7,6%-ით, ანუ 17,4 პუნქტით შემცირდა 211,8 პუნქტამდე. ფასები შემცირდა მზესუმზირას, რაფსის, პალმისა და სოიოს ზეთებზე. პალმის ზეთი გაიაფდა სეზონური წარმოების ზრდის ხარჯზე, მზესუმზირის და სოიოს - ძირითადი იმპორტიორების მოთხოვნის შემცირების ფონზე.
საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა >>
შაქარზე ფასების ინდექსი ივნისში შემცირდა 2,6%-ით, ანუ 3,1 პუნქტით შემცირდა 117,3 პუნქტამდე. ანგარიშში აღნიშნულია ეკონომიკური ზრდის გლობალური შენელების გავლენა შაქარზე მოთხოვნასა და ფასებზე. მიწოდების მხრივ, არის პოზიტიური პროგნოზები მარაგებთან დაკავშირებით.
რძის ნაწარმზე კი ფასების ინდექსი ივნისში გაიზარდა 4,1%-ით, ანუ 5,9 პუნქტით 149,8 პუნქტამდე. წლიური გადაანგარიშებით დაფიქსირდა 29,9 პუნქტიანი ზრდა (24,9%-მდე), გაძვირდა რძის ნაწარმის ყველა სახეობა. ყველაზე შესამჩნევად გაძვირდა ყველი მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ხოლო რძის წარმოებაზე იმოქმედა ანომალურმა სიცხემ ევროპაში, ნათქვამია რელიზში.
ხორცზე ფასების ინდექსი ივნისში გაიზარდა 1,7%-ით, ანუ 2,1 პუნქტით რეკორდულ 124,7 პუნქტამდე. გაძვირდა ხორცის ყველა სახეობა, განსაკუთრებით ფრინველის - უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ქათმის გრიპის აფეთქებების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0