აზერბაიჯანში „საქართველოს რკინიგზის“ ვაგონები ამოტრიალდა

© photo: Sputnik / Stringerლიანდაგები
ლიანდაგები - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2022
გამოწერა
ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს რკინიგზის სამი სატვირთო ვაგონი, რომლებსაც შავი ზღვის რეგიონიდან აზერბაიჯანში ნედლი შაქარი გადაჰქონდა, რკინიგზის სადგურ საათლისთან გადაბრუნდა, იუწყება „აზერბაიჯანის რკინიგზა“.
შემთხვევის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.
პირველადი ვერსიით, ვაგონების რელსებიდან გადასვლის მიზეზი ერთ-ერთის ტექნიკური გაუმართაობა გახდა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
მიმდინარეობს გადაუდებელი ზომები ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
„აზერბაიჯანის რკინიგზამ“ პირობა დადო, რომ საათლი-იმიშლის რაიონში მატარებლების მოძრაობას უახლოეს საათებში აღადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0