https://sputnik-georgia.com/20220709/tbilissi-dimitri-xaxutasvilis-gamofena-gaixsna-268349810.html
„ცისფერ გალერეაში“დიმიტრი ხახუტაშვილის გამოფენა გაიხსნა
„ცისფერ გალერეაში“დიმიტრი ხახუტაშვილის გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ხახუტაშვილმა შექმნა 800-ზე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.
2022-07-09T14:55+0400
2022-07-09T14:55+0400
2022-07-09T15:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24159/19/241591926_338:752:2642:2048_1920x0_80_0_0_6960a6faad0900fdae35701bcbdb5291.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში 9 ივლისს 50-იანი წლების ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის პერსონალური გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენელია. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ერთგვარი ძვრები ქართულ ხელოვნებაში.ხახუტაშვილი 1927 წელს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ იმდროინდელი ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები - მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვები.ხახუტაშვილის მხატვრული ინტერესების სფერო ძალიან მრავალფეროვანია - ესაა მრავალფიგურიანი კომპოზიციები, პეიზაჟები თუ პორტრეტები, დეკორატიული კომპოზიციები და ქანდაკებებით.ის მუშაობდა რეალისტური, იმპრესიონისტული, ექსპრესიონისტული, კუბისტური და სიურეალისტური მიმართულებებით. მხატვარი ხშირად ერთსა და იმავე სიუჟეტს სხვადასხვა ჟანრში ქმნიდა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ილუსტრაციის ხელოვნებასაც. დიმიტრი ხახუტაშვილი გაზეთ „დილასთან“ დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა, მას მრავალი ცნობილი ნაწარმოების ილუსტრაციები ეკუთვნის.ხახუტაშვილმა შექმნა 800-ზე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.წყარო - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24159/19/241591926_893:759:2611:2048_1920x0_80_0_0_fbff13bd667d51b0338d33281f6a22f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დიმიტრი ხახუტაშვილი გამოფენა
თბილისი დიმიტრი ხახუტაშვილი გამოფენა
„ცისფერ გალერეაში“დიმიტრი ხახუტაშვილის გამოფენა გაიხსნა
14:55 09.07.2022 (განახლებულია: 15:13 09.07.2022) ხახუტაშვილმა შექმნა 800-ზე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში 9 ივლისს 50-იანი წლების ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის პერსონალური გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენელია. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ერთგვარი ძვრები ქართულ ხელოვნებაში.
ხახუტაშვილი 1927 წელს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ იმდროინდელი ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები - მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვები.
ხახუტაშვილის მხატვრული ინტერესების სფერო ძალიან მრავალფეროვანია - ესაა მრავალფიგურიანი კომპოზიციები, პეიზაჟები თუ პორტრეტები, დეკორატიული კომპოზიციები და ქანდაკებებით.
ის მუშაობდა რეალისტური, იმპრესიონისტული, ექსპრესიონისტული, კუბისტური და სიურეალისტური მიმართულებებით. მხატვარი ხშირად ერთსა და იმავე სიუჟეტს სხვადასხვა ჟანრში ქმნიდა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ილუსტრაციის ხელოვნებასაც. დიმიტრი ხახუტაშვილი გაზეთ „დილასთან“ დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა, მას მრავალი ცნობილი ნაწარმოების ილუსტრაციები ეკუთვნის.
ხახუტაშვილმა შექმნა 800-ზე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.