https://sputnik-georgia.com/20220709/saqartvelo-sokirebulia-pirveli-pirebi-iaponiis-eqs-premieris-mkvlelobas-exmaurebian-268352799.html
„საქართველო შოკირებულია“ - პირველი პირები იაპონიის ექს-პრემიერის მკვლელობას ეხმაურებიან
„საქართველო შოკირებულია“ - პირველი პირები იაპონიის ექს-პრემიერის მკვლელობას ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
იაპონური მედიის ცნობით, ყოფილ პოლიტიკოსს 41 წლის მოქალაქემ ზურგიდან ორჯერ ესროლა
2022-07-09T17:46+0400
2022-07-09T17:46+0400
2022-07-09T17:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268317055_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_3236e398d80ceb1d02b61b893231080c.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ.შინძო აბე 67 წლის ასაკში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.მწუხარება გამოთქვეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.„საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი უდიდესი სამძიმარი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში დილის 11:30 საათზე ადგილობრივი დროით ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, ათი მეტრის მანძილიდან, ზურგიდან ესროლეს. კისერსა და გულ-მკერდის არეში დაჭრილი ექს-პრემიერი მეორე გასროლის შემდეგ დაეცა. თავდამსხმელი დაკავებულია.დაჭრის შემდეგ ექს-პრემიერი გონზე იყო, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა „გულისა და ფილტვის გაჩერებით“.იაპონური მედია იტყობინება, რომ ყოფილ პოლიტიკოსს ზურგიდან ორჯერ ესროლა 41 წლის ტეცუა იამაგამიმ, რომელიც 2005 წლამდე სამი წლის განმავლობაში მსახურობდა ქვეყნის საზღვაო თავდაცვის ძალებში. მისი ამჟამინდელი საქმიანობის სფერო უცნობია.ამასთან, ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, რომელმაც ესროლა შინძო აბეს, პირველი ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერით უკმაყოფილო იყო და მისი მოკვლა სურდა.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268317055_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1a8899d6e2789b01095d1b3eafc3ff44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო იაპონია შინძო აბე სამძიმარი
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო იაპონია შინძო აბე სამძიმარი
„საქართველო შოკირებულია“ - პირველი პირები იაპონიის ექს-პრემიერის მკვლელობას ეხმაურებიან
17:46 09.07.2022 (განახლებულია: 17:47 09.07.2022) იაპონური მედიის ცნობით, ყოფილ პოლიტიკოსს 41 წლის მოქალაქემ ზურგიდან ორჯერ ესროლა
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ.
შინძო აბე 67 წლის ასაკში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.
„ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო. სინძო აბე, რომელიც იაპონიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო“, - დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
მწუხარება გამოთქვეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი უდიდესი სამძიმარი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში დილის 11:30 საათზე ადგილობრივი დროით ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, ათი მეტრის მანძილიდან, ზურგიდან ესროლეს. კისერსა და გულ-მკერდის არეში დაჭრილი ექს-პრემიერი მეორე გასროლის შემდეგ დაეცა. თავდამსხმელი დაკავებულია.
დაჭრის შემდეგ ექს-პრემიერი გონზე იყო, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა „გულისა და ფილტვის გაჩერებით“.
იაპონური მედია იტყობინება, რომ ყოფილ პოლიტიკოსს ზურგიდან ორჯერ ესროლა 41 წლის ტეცუა იამაგამიმ, რომელიც 2005 წლამდე სამი წლის განმავლობაში მსახურობდა ქვეყნის საზღვაო თავდაცვის ძალებში. მისი ამჟამინდელი საქმიანობის სფერო უცნობია.
ამასთან, ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, რომელმაც ესროლა შინძო აბეს, პირველი ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერით უკმაყოფილო იყო და მისი მოკვლა სურდა.