როდის გაჩნდება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ადგილზე

© photo: Sputnikმიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული შენობა
მიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
არქიტექტორების მთავარი ამოცანაა ისტორიულ შენობაში თანამედროვე კომპლექსის აშენება
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. თბილისის უძველესი კლინიკის - „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნა 2028 წლისთვის იგეგმება, ამის შესახებ მუზეუმის მფლობელმა და კონცეფციის ავტორმა, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა განაცხადა.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით მშენებლობის დასრულება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.
„იმედი გვაქვს, უფრო სწრაფად დასრულდება ყველაფერი. მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსები. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არავითარ შემთხვევაში არ დავარღვიოთ. უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი“, - განუცხადა ბრეუსმა ჟურნალისტებს.
მუზეუმის მფლობელმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის არქიტექტორების ყველაზე მთავარი ამოცანა - ააშენონ თანამედროვე კომპლექსი ისტორიულ კომპლექსში.
პროექტის ასაშენებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა, გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება. მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.
როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, მუზეუმი აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით. მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურაში ხუთი წლის განმავლობაში სულ მცირე 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„მიხეილის საავადმყოფო“ – ქალაქის პირველი საავადმყოფოა, რომელიც ტფილისში XIX საუკუნეში გაჩნდა, რაც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური ხელშეწყობით მოხდა.
ლოტის საწყისი ფასი 16 მლნ მლნ ლარს შეადგენდა. აუცქიონის გამარჯვებული გახდა მისი ერთადერთი მონაწილე კომპანია Hans Ltd, რომელმაც 16 მლნ ლარად შეიძინა არა მარტო შენობა, არამედ კომპლექსის ირგვლივ მდებარე ტერიტორია – 20.633 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
წარმოშობით ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის, მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი, კოლექციონერი და ფილანტროპი.
მისი თანამედროვე ფერწერული კოლექცია, რომელიც შედგება გერმანელი ექსპრესიონისტების ნამუშევრებისგან, აღიარებულია მთელ მსოფლიოში. კოლექცია ასევე მდიდარია თანამედროვე ქართული მხატვრობის ნიმუშებით. შალვა ბრეუსმა დააარსა თავისი სახელობის საერთაშორისო ფონდი.
ბრეუსის სახელს უკავშირდება საქართველოში არაერთი საქველმოქმედო პროექტიც, რომელთა შორის აღსანიშნავია აბასთუმანში ნეველის ეკლესიის რესტავრაცია და ნესტეროვის მიერ მოხატული უნიკალური ფრესკების შენარჩუნება, ასევე ბათუმში სამების მთაზე წმინდა სამება საეკლესიო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უკვე ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. ამისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიზნესმენი უმაღლესი საეკლესიო ორდენით - გიორგის ჯვრით დააჯილდოვა.
ყველა ახალი ამბავი
0