მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა გუშინ თბილისში, ისნის რაიონში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. 58 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით, ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0