https://sputnik-georgia.com/20220709/ilon-maskma-twitter-id-sezena-gadaifiqra-268361079.html
ილონ მასკმა Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა
ილონ მასკმა Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა
Sputnik საქართველო
მასკმა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოითხოვა კომპანიის მონაცემების შემოწმება ყალბი ან სპამ- ანგარიშების რაოდენობაზე.
2022-07-09T21:16+0400
2022-07-09T21:16+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/09/268352465_0:134:3072:1862_1920x0_80_0_0_6a08996e7fbfdb43c27f9043f6510aeb.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა Twitter-ს აცნობა, რომ ტოვებს ამ პლატფორმის შესყიდვის გარიგებას, ნათქვამია მისი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.მასკმა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოითხოვა კომპანიის მონაცემების შემოწმება, მათ შორის სპამის გასაგზავნად გამოყენებული ფეიკ-ანგარიშების რაოდენობა ხომ აღემატებოდა 5 პროცენტს.მილიარდერის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია კომპანიის საკადრო პოლიტიკამ, ბოლო დროს თანამშრომლების გათავისუფლებამ და ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების შეჩერებამ. გარდა ამისა, პლატფორმის მენეჯმენტმა შეცდომაში შეიყვანა მასკი გარიგების დადებისას, მოგვიანებით კი „ტვიტერმა“ ვერ შეძლო ან უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე“ სპამის და ყალბი ანგარიშების შემოწმებისა და მათი დაბლოკვის პროცესის შესახებ. ამასთან, ბიზნესმენი არ არის კმაყოფილი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მოწოდებული მასალებით.Twitter სასამართლოს მიმართავსამასთან, Twitter-ის დირექტორთა საბჭოს დირექტორმა ბრეტ ტეილორმა გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის შესახებ განაცხადა. მან თავის აკაუნტზე დაწერა, რომ კომპანია აპირებს მიაღწიოს შესყიდვას სასამართლოს გზით.„Twitter მზად არის დახუროს გარიგება მისტერ მასკთან შეთანხმებულ ფასად და პირობებით, და ასევე გეგმავს სარჩელის შეტანას შერწყმის შესახებ შეთანხმების აღსრულების მიზნით“, - დაწერა ტეილორმა.ის დარწმუნებულია, რომ სოციალური ქსელი სასამართლო პროცესს მოიგებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/09/268352465_165:145:2702:2048_1920x0_80_0_0_44ede68c2881547f20ee763336fb427f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილონ მასკ twitter შეძენა უარი
ილონ მასკ twitter შეძენა უარი
ილონ მასკმა Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა
21:16 09.07.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მასკმა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოითხოვა კომპანიის მონაცემების შემოწმება ყალბი ან სპამ- ანგარიშების რაოდენობაზე.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა Twitter-ს აცნობა, რომ ტოვებს ამ პლატფორმის შესყიდვის გარიგებას, ნათქვამია მისი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მასკმა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოითხოვა კომპანიის მონაცემების შემოწმება, მათ შორის სპამის გასაგზავნად გამოყენებული ფეიკ-ანგარიშების რაოდენობა ხომ აღემატებოდა 5 პროცენტს.
„მასკი იყენებს თავის უფლებას, გაწყვიტოს შეთანხმება შერწყმის შესახებ და უარი თქვას გარიგებაზე... ბატონ მასკს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ Twitter-ში ფეიკ- ან სპამ-აკაუნტების ნამდვილი რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება სოციალური ქსელის მიერ მითითებულ „5%-ზე ნაკლებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მილიარდერის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია კომპანიის საკადრო პოლიტიკამ, ბოლო დროს თანამშრომლების გათავისუფლებამ და ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების შეჩერებამ. გარდა ამისა, პლატფორმის მენეჯმენტმა შეცდომაში შეიყვანა მასკი გარიგების დადებისას, მოგვიანებით კი „ტვიტერმა“ ვერ შეძლო ან უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე“ სპამის და ყალბი ანგარიშების შემოწმებისა და მათი დაბლოკვის პროცესის შესახებ. ამასთან, ბიზნესმენი არ არის კმაყოფილი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მოწოდებული მასალებით.
Twitter სასამართლოს მიმართავს
ამასთან, Twitter-ის დირექტორთა საბჭოს დირექტორმა ბრეტ ტეილორმა გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის შესახებ განაცხადა. მან თავის აკაუნტზე დაწერა, რომ კომპანია აპირებს მიაღწიოს შესყიდვას სასამართლოს გზით.
„Twitter მზად არის დახუროს გარიგება მისტერ მასკთან შეთანხმებულ ფასად და პირობებით, და ასევე გეგმავს სარჩელის შეტანას შერწყმის შესახებ შეთანხმების აღსრულების მიზნით“, - დაწერა ტეილორმა.
ის დარწმუნებულია, რომ სოციალური ქსელი სასამართლო პროცესს მოიგებს.