„ტაფა ნამდვილი იყო... ბოდიში“ - ჩცდ-ის ფინალურ სერიაში „ბაქარი“ დაშავდა
„არ ვიცოდი, როგორი მოქმედების გმირი გავხდებოდი, თუმცა ფაქტია, ჩემს პერსონაჟს ლელას ქმართან ურთიერთობა ეძაბებოდა და მეუღლეს ან უნდა დამორჩილებოდა, ან – არა. ჩემი აზრით, ამ ფინალურმა სცენამ ფემინისტური ხასიათი მიიღო. თითქმის ყველა, ვინც შემეხმიანა და ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, უცნობი ან ნაცნობი, ლელას მოქმედებით კმაყოფილია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ ეს ზოგადი კმაყოფილება მჩაგვრელი ქმრების მიმართ ქალებში დაგროვებულ აგრესიას რეალურად ასახავს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. გამოდის, ბევრი ქალისთვის სასურველი საქციელი ჩავიდინე“, – ამბობს მსახიობი.
„სცენის საბოლოო სახის ეფექტურად მონტაჟისთვის რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა. ბუბა დაშავდა – კოპი გავუჩინე, თუმცა ორივე ვცდილობდით, ნაკლები ფიზიკური შეხება გვქონოდა, მით უმეტეს – ტრავმა. მაგრამ ტაფა ნამდვილი იყო და არა ბუტაფორიული. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, დუბლი – არაერთი. ყველა დუბლისთვის ბოდიში, ბუბა“, – ამბობს მსახიობი.