მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სინძო აბე გარდაიცვალა

© AP Photo / Franck Robichon
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. გარდაიცვალა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ესროლეს ქალაქ ნარაში, იტყობინება ტელეარხი NHK.
აბე ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 67 წლის იყო.
ყოფილ პრემიერს დღეს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით 6:30 სთ), ესროლა 41 წლის ტეცუია იამაგამიმ. ექს-პრემიერს ჭრილობა კისრისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, იამაგამი იაპონიის საზღვაო ძალების ყოფილი მოსამსახურეა. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელმა გამოძიებას განუცხადა, რომ „უკმაყოფილოა ყოფილი პრემიერით და მისი მოკვლა სურდა“.
სინძო აბეს იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2006-2007 და 2012-2020 წლებში ეკავა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია პრემიერ-მინისტრისთვის. აბე თანამდებობიდან კოროვირუსული პანდემიის პერიოდში გადადგა და ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა.
წყარო: Kyodo
ყველა ახალი ამბავი
0