https://sputnik-georgia.com/20220708/saqartvelo-or-cecxls-sua-dimitri-xundazem-zewolaze-isaubra-268342798.html
საქართველო ორ ცეცხლს შუა - დიმიტრი ხუნდაძემ ზეწოლაზე ისაუბრა
საქართველო ორ ცეცხლს შუა - დიმიტრი ხუნდაძემ ზეწოლაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სახიფათოა, მიაჩნია დეპუტატს
2022-07-08T23:40+0400
2022-07-08T23:40+0400
2022-07-11T13:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251843984_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fd3e652bfd9bcbfc8e9d06e23e168ae6.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველო ორმხრივი ზეწოლის ქვეშაა - დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან, ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაშია ნათქვამი.ხუნდაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ სამი ლიდერიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მთავარ მიზეზად ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.დეპუტატის განცხადებით, ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება საზოგადოების არჩევანია და ის მიმზიდველია სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის გამო და არა მის გარეშე.მან აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სახიფათოა.„ამას თუ ვინმე რუსულ ნარატივს არქმევს, მაშინ რატომ საუბრობენ „პროევროპელი“ ქართველი პოლიტიკოსები, და არა მხოლოდ ისინი, ომის რიტორიკით და ხელს უწყობენ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას, რაც ასევე ომის პერსპექტივას ნიშნავს“, - აღნიშნა დეპუტატმა.კრიტიკა და პრეტენზიები: დეპუტატ ყაველაშვილის წერილი კელი დეგნანს >>მისი თქმით, საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს და მხოლოდ ეს იყოს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთადერთი გზა.„ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ეს არის სწორედ „ფეესბეს“ მიზანი და ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.მანამდე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა. დეპუტატმა ამერიკელ დიპლომატს მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, გაემიჯნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და საქართველოს ომში ჩაბმის მოწოდებებს, ასევე აქციის მონაწილეების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ქვეყანაში ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ.ყაველაშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები მოდის იმ პირებისგან, რომლებსაც აშშ აფინანსებს ან მისი მხარდაჭერით სარგებლობენ.დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს მის კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხების მიღებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ შეერთებული შტატების იმიჯი სერიოზულად არ დაზიანდეს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251843984_207:0:2938:2048_1920x0_80_0_0_0e970f6bb5e635e1f9a76487f3d93364.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო დიმიტრი ხუნდაძე ზეწოლა აშშ რუსეთი
საქართველო დიმიტრი ხუნდაძე ზეწოლა აშშ რუსეთი
საქართველო ორ ცეცხლს შუა - დიმიტრი ხუნდაძემ ზეწოლაზე ისაუბრა
23:40 08.07.2022 (განახლებულია: 13:52 11.07.2022) ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სახიფათოა, მიაჩნია დეპუტატს
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველო ორმხრივი ზეწოლის ქვეშაა - დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან, ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაშია ნათქვამი.
ხუნდაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ სამი ლიდერიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მთავარ მიზეზად ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.
„რეალურად დღეს საქართველო და მისი ხელისუფლება ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ერთი მხრივ, დასავლეთის მხრიდან ქრონიკული ღია კარის პოლიტიკით და მეორე მხრივ, რუსეთიდან ოკუპირებული ტერიტორიების შანტაჟითა და იარაღის ჟღარუნით. საქართველოს კი, თითქოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრის უფლებაც არ აქვს“, - ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.
დეპუტატის განცხადებით, ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება საზოგადოების არჩევანია და ის მიმზიდველია სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის გამო და არა მის გარეშე.
მან აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სახიფათოა.
„ამას თუ ვინმე რუსულ ნარატივს არქმევს, მაშინ რატომ საუბრობენ „პროევროპელი“ ქართველი პოლიტიკოსები, და არა მხოლოდ ისინი, ომის რიტორიკით და ხელს უწყობენ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას, რაც ასევე ომის პერსპექტივას ნიშნავს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს და მხოლოდ ეს იყოს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთადერთი გზა.
„ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ეს არის სწორედ „ფეესბეს“ მიზანი და ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა. დეპუტატმა ამერიკელ დიპლომატს მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, გაემიჯნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და საქართველოს ომში ჩაბმის მოწოდებებს, ასევე აქციის მონაწილეების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ქვეყანაში ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ.
ყაველაშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები მოდის იმ პირებისგან, რომლებსაც აშშ აფინანსებს ან მისი მხარდაჭერით სარგებლობენ.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს მის კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხების მიღებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ შეერთებული შტატების იმიჯი სერიოზულად არ დაზიანდეს.