ღარიბაშვილი აბე სინძოზე თავდასხმაზე: საქართველო იაპონიის გვერდით დგას

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დროს ზურგიდან ორჯერ ესროლეს.
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე სინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, ზურგიდან ესროლეს. თავდამსხმელი დაკავებულია.

„ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე სინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას“, – დაწერა ღარიბაშვილმა.

სინძო აბეს იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2006-2007 და 2012-2020 წლებში ეკავა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია პრემიერ-მინისტრისთვის. აბე თანამდებობიდან კოროვირუსული პანდემიის პერიოდში გადადგა და ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0