https://sputnik-georgia.com/20220708/qartvelma-ziudoistebma-budapestis-grand-slemze-iri-medali-moipoves-268340961.html
ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვეს
ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
2022-07-08T21:03+0400
2022-07-08T21:03+0400
2022-07-08T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654563_0:0:1631:918_1920x0_80_0_0_19dac06b5f167c67ecb0a5b931dd290b.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს.ორივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში აიღეს. ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.ჩხვიმიანმა ბუდაპეშტში ასპარეზობა მე-2 წრიდან დაიწყო, სადაც ისრაელის წარმომადგენელი ლიორ რაფაილოვი დაამარცხა, მერე კი მოლდოველ ალეხანდრუ ტრისინას, იტალიელ ანჯელო პანტანოსა და ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს მოუგო. ლუხუმი ფინალში ბელგიელ იორე ფერსტრეტენს შეხვდა, რომელთანაც დამატებით დროში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.თემურ ნოზაძემ ასპარეზობა ბრიტანელი დილან მუნროსთან და ეცი დავიდ ფულკრაბეკთან გამარჯვებით დაიწყო, თუმცა 1/4-ფინალში ყაზახ ბაუირჟან ნარბავეთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველ წრეში გამარჯვება მოახერხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს შეხვდა, იპონით მოიგო და მედალს დაეუფლა.აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიადის მეორეადგილოსანი ვაჟა მარგველაშვილი ბუდაპეშტში უმედლოდ დარჩა.ბუდაპეშტის გრანდ სლემი შაბათ-კვირას გაგრძელდება და ტატამიზე კიდევ 10 ქართველი ძიუდოისტი გავა (8 ვაჟი და 2 ქალი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654563_0:0:1629:1222_1920x0_80_0_0_a2758130e40c15b740abf40b229e86f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი ბუდაპეშტი გრანდ სლემი ორი მედალი თემურ ნოზაძე
საქართველო ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი ბუდაპეშტი გრანდ სლემი ორი მედალი თემურ ნოზაძე
ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვეს
21:03 08.07.2022 (განახლებულია: 21:04 08.07.2022) ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს.
ორივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში აიღეს. ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ჩხვიმიანმა ბუდაპეშტში ასპარეზობა მე-2 წრიდან დაიწყო, სადაც ისრაელის წარმომადგენელი ლიორ რაფაილოვი დაამარცხა, მერე კი მოლდოველ ალეხანდრუ ტრისინას, იტალიელ ანჯელო პანტანოსა და ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს მოუგო. ლუხუმი ფინალში ბელგიელ იორე ფერსტრეტენს შეხვდა, რომელთანაც დამატებით დროში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თემურ ნოზაძემ ასპარეზობა ბრიტანელი დილან მუნროსთან და ეცი დავიდ ფულკრაბეკთან გამარჯვებით დაიწყო, თუმცა 1/4-ფინალში ყაზახ ბაუირჟან ნარბავეთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველ წრეში გამარჯვება მოახერხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს შეხვდა, იპონით მოიგო და მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიადის მეორეადგილოსანი ვაჟა მარგველაშვილი ბუდაპეშტში უმედლოდ დარჩა.
ბუდაპეშტის გრანდ სლემი შაბათ-კვირას გაგრძელდება და ტატამიზე კიდევ 10 ქართველი ძიუდოისტი გავა (8 ვაჟი და 2 ქალი).