მებაჟეებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
ორი პირის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ხუთი ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ,,წითელი ხიდისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს ორი მოქალაქის პირადი ჩხრეკისა და ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 133,81 გრამი) და ოქროს ზოდი (20 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18.424 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულების იდენტური ჯარიმა დაეკისრათ, ჯამში 18.424 ლარის ოდენობით.
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის კიდევ სამი ფაქტი ქუთაისის აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტში გამოვლინდა.
აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ისტორიული არტეფაქტის შემოტანა სცადეს>>
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 238,95 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე 239,33 გრამი ოქროს მონეტა და 14 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ ერთ მოქალაქეს სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 3.240 ლარის ოდენობით, ხოლო ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0