Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პროფესიამ ჩემი მეორე შვილი შეიწირა...“ - რას ნანობს მარინა კახიანი

© National Library of Georgiaმარინა კახიანი
მარინა კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
მსახიობი მარინა კახიანი ამბობს, რომ თეატრისთვის საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო, რადგან უნდოდა მეორე შვილიც გაეჩინა, და წლების შემდეგ ინანა, რომ ეს თავის დროზე არ გააკეთა.
მარინა კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2019
მარინა კახიანი: იგი ჩემი გულის მოგებას ლამაზად ცდილობდა და საბოლოოდ მოიგო კიდეც

„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პროფესიამ ჩემი მეორე შვილი შეიწირა: მინდოდა მეორეც გამეჩინა, მაგრამ იმ ეტაპზე არ ვჩქარობდი, არ გავაჩინე და წლების შემდეგ ეს გადაწყვეტილება ვინანე. ჩემი შვილისთვისაც კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ერთი და ან ძმა ჰყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და ჰყავს. ისინი მამით ერთნი არიან და საუკეთესო ურთიერთობა აქვთ“, – ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ყველა დარდს პატარა ალექსანდრა მატარაძე – უმცროსი შვილიშვილი უქარვებს, რომელიც ახლა სამი წლისა და 4 თვისაა.
„ჩემი შვილი ხუმრობს ხოლმე, სიჯიუტით ბებიას ჰგავსო, მაგრამ ასე არ არის“, – ამბობს კახიანი.
ყველა ახალი ამბავი
0