https://sputnik-georgia.com/20220708/irakli-raribasvili-qveynis-mtavroba-ar-gadadgeba-268341691.html
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მთავრობა არ გადადგება
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მთავრობა არ გადადგება
Sputnik საქართველო
თბილისში ბოლო დროს ჩატარებული დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, უშედეგოდ დასრულდა, განაცხადა პრემიერმა
2022-07-08T21:40+0400
2022-07-08T21:40+0400
2022-07-08T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_676a22b22684271153b0a129f2708bb3.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა არის სტაბილური და დემონსტრაციების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.საქართველოში მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათს აქცია გამართა. მოთხოვნის მიზეზი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი გახდა.საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_159:135:888:682_1920x0_80_0_0_c481dd6efdc428e58858bbfce32c40d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობა გადადგომა
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობა გადადგომა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მთავრობა არ გადადგება
თბილისში ბოლო დროს ჩატარებული დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, უშედეგოდ დასრულდა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა არის სტაბილური და დემონსტრაციების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათს აქცია გამართა. მოთხოვნის მიზეზი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი გახდა.
„დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე.