https://sputnik-georgia.com/20220708/iararis-savi-bazari-268319901.html
მოსაზრება: რატომ „შენიშნა“ დასავლეთმა ნატოს იარაღის შავი ბაზარი უკრაინაში?
მოსაზრება: რატომ „შენიშნა“ დასავლეთმა ნატოს იარაღის შავი ბაზარი უკრაინაში?
Sputnik საქართველო
უკრაინის მიერ ნატოს იარაღით ვაჭრობის შესახებ გამამჟღავნებელი პუბლიკაციების სერია დასავლეთის უეცარი „გონების განათება“ კი არ არის, არამედ მოსახერხებელი... 08.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-08T12:13+0400
2022-07-08T12:13+0400
2022-07-08T18:51+0400
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268303285_0:211:2862:1821_1920x0_80_0_0_1a33188262f2c296cd7a65366e872655.jpg
უკრაინის მიერ ნატოს იარაღით ვაჭრობის შესახებ გამამჟღავნებელი პუბლიკაციების სერია დასავლეთის უეცარი „გონების განათება“ კი არ არის, არამედ მოსახერხებელი გამართლებაა იმისთვის, რომ კიევს სამხედრო დახმარება თანდათან შეუმცირონ. ნატოს ქვეყნები სანქციების არაეფექტურობასა და ლენდ-ლიზის უშედეგობაში დარწმუნდნენ.კიევის რეჟიმისადმი დასავლეთის გულუხვ სამხედრო დახმარებას კონკრეტული მიზანი აქვს − დაასუსტოს რუსეთი „ბოლო უკრაინელამდე“ ომში. თუ საბრძოლო მოქმედებები მიზანს არ აღწევს, რუსეთი სამხედრო ძლიერებასა და წარმატებას აჩვენებს, აკონტროლებს უკრაინის სულ უფრო მეტ ტერიტორიას, ე.ი. მილიარდობით დოლარი და ევრო ფუჭად იხარჯება. შეერთებული შტატები და ნატო არ მონაწილეობენ მსგავს ქველმოქმედებაში. პარტნიორები უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებასა და ლენდ-ლიზს აუცილებლად შეამცირებენ.ბულგარულმა საიტმა Bulgarian Military-მ 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორუმპირებულმა უკრაინელმა სამხედროებმა ორი ფრანგული თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR რუსულ მხარეს 240.000 დოლარად მიჰყიდეს. ეს მაშინ, როცა მათი რეალური ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი დოლარია. სავარაუდოდ, „ურალვაგონზავოდის“ სპეციალისტებმა ისინი უკვე „ჭანჭიკებამდე“ დაშალეს.გამოცემამ ასევე გამოავლინა უკრაინული გაყიდვების სქემა დარკნეტში, სადაც Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები 30.000 დოლარად იყიდება − 6-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ერთი რაკეტის ღირებულებაა. „ჯაველინის“ მთელი კომპლექსი დაახლოებით 470.000 დოლარი ღირს.გამოცემა Shūkan Gendai იაპონიის ეკონომიკური დაზვერვის ყოფილი უფროსის განგაშზე წერს: „უკრაინა, რომელსაც ამერიკული და დასავლური იარაღი მიეწოდება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიულად იყო იარაღით უკანონო ვაჭრობის ბაზა“, დღეს კი ნატოს მიერ კიევის რეჟიმისთვის მიწოდებული იარაღი „შავ ნაკადად“ ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ტერორისტებისა და კრიმინალების ხელში ხვდება − უკრაინაში არსებული კორუფციისა და სრული ანარქიის გამო. საუბარია ათასობით უკონტროლო Stinger-ზე, Javelin-სა და NLAW-ზე, ასევე ასობით დრონ Switchblade-სა და Phoenix Ghost-ზე, სხვა მაღალტექნოლოგიურ, კომპაქტურ და ძალიან საშიშ ნაკეთობებზე.The Washington Post იტყობინება: „იარაღის მასიური შედინება უკრაინაში იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს". უკრაინაში დასავლური და ნებისმიერი სხვა იარაღი ხშირად „იკარგება“ და აქტიურად იყიდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ერთ-ერთმა ფრანგმა სამხედრო ლიდერმა უფრო კონკრეტულად იწინასწარმეტყველა უკრაინის დასავლური იარაღით გაჯერების „გვერდითი ეფექტი“: „საქმე გასართობად არ გვექნება, როცა „ჯაველინებით“ ბანკების ძარცვას დაიწყებენ“.ინტერპოლი ბალკანეთში ომს პროგნოზირებსაზიისა და აფრიკის ქვეყნებში „ჭარბი“ იარაღისა და საბრძოლო მასალის გაყიდვის უკრაინული სისტემა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცუდად შენიღბული ძარცვა რამდენიმე საპრეზიდენტო გუნდს ემსახურებოდა და არ შეიძლებოდა საიდუმლო ყოფილიყო აშშ-ისა და ნატოსთვის. უბრალოდ, ამერიკელები და ევროპელები თვალს ხუჭავდნენ ასეთ „ხარჯებზე“.პენტაგონის ანალიტიკოსმა კარენ კვიატკოვსკიმ აღნიშნა, რომ კიევის მიერ დასავლური იარაღის „რეექსპორტი“ შავ ბაზარზე თავიდანვე პროგნოზირებადი იყო, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან მზად ნატოს იარაღის დიდი მოცულობის გამოსაყენებლად და ვერ ახერხებენ მათ სტრატეგიაში ინტეგრირებას. უკრაინის მიერ ნატოს სტანდარტების იარაღის ხელახალი გაყიდვის შემთხვევები დოკუმენტირებულია 2015-2016 წლებში და დონბასში საომარი მოქმედებების მთელი რვაწლიანი პერიოდის განმავლობაში.უკრაინაში დღეს არსებული ვითარება, დიდ ტერიტორიაზე გაშლილი საომარი მოქმედებებისა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სამხედრო ფორმირებების გამო, რომლებსაც ცალკე ლოგისტიკური ხაზები აქვთ, გარე კონტროლს არ ექვემდებარება.დანამდვილებით შეუძლებელია გარკვევა, თუ რამდენი იარაღი გამოიყენეს, რამდენი დაიკარგა ბრძოლაში და რამდენი გაიყიდა. კიევისთვის ლენდ-ლიზი ციური მანანაა. უშიშროების სამსახურის გამოძიება თანამედროვე დასავლური იარაღის გაყიდვის რამდენიმე ეპიზოდს ეხება. უკრაინაში იარაღის გადაყიდვის ფაქტებზე აღძრული ათობით სისხლის სამართლის საქმე სისტემას არ შეცვლის.ინტერპოლი აღნიშნავს: „უკრაინაში უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს შორის არიან ღიად მაფიოზური ორგანიზაციების წევრებიც. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური თანამედროვე იარაღის გავრცელებას მთელ მსოფლიოში“. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში უკრაინის შავ ბაზარზე 300.000-მდე იარაღი გაიყიდა. ინტერპოლის გენერალურ მდივანს იურგენ სტოკს „ეჭვი არ ეპარება“, რომ უკრაინის კონფლიქტი გაზრდის იარაღით ვაჭრობას ბალკანეთსა და აფრიკის ომის თეატრებში.აშშ-ის ლენდ-ლიზისა და უკრაინის უკონტროლო „რკინის ნაკადის“ გავლენით ევროპა შესაძლოა მუდმივი საომარი მოქმედებების ზონად გადაიქცეს − კამორას დაემსგავსოს. არ გამოირიცხება კრიმინალური საერთაშორისო კლანების მიერ გავლენის სფეროების შეიარაღებული გადანაწილება, მაფიის ომები „სტინგერებისა“ და „ჯაველინების“ გამოყენებით. ტერორისტულმა აქტივობამ შეიძლება თვისობრივად ახალ, ტრანსკონტინენტურ დონეს მიაღწიოს.ნატოს ქვეყნებმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა რეალობა მიიღეს კიევის რეჟიმის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის შედეგად. დასავლეთის ანტირუსული, უგუნური პოლიტიკის გამო უკრაინა შესაძლოა გაქრეს მსოფლიოს რუკიდან, რის შესახებაც კოლეგები და მოკავშირეები აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა გააფრთხილა. და ეს არ არის მთავარი საფრთხე.სპეცოპერაციის ოთხი თვის განმავლობაში უკრაინის შეირაღებული ძალების თითქმის მთელი საბრძოლო ტექნიკა განადგურდა.შეგახსენებთ, რომ კიევმა სსრკ-დან მემკვიდრეობით მიიღო 8000-მდე ტანკი, 10000 საბრძოლო მანქანა, 20000 ერთეული არტილერია, 1100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 400 ვერტმფრენი, შავი ზღვის ფლოტის ასობით ხომალდი. ამ არსენალის უმეტესი ნაწილი სწრაფად გაიყიდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში დამოუკიდებლობის პირველი 15 წლის განმავლობაში.შემდეგ კიევში ცდილობდნენ, მომგებიანად გაეყიდათ სახელმწიფო სუვერენიტეტი და იმავდროულად მეზობელი რუსეთიც. 1991 წლის ნიმუშის კეთილმეზობლობაზე დაბრუნების წერტილი გადალახულია, ჯობს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მსგავსი (საბედისწერო) შეცდომა არ დაუშვან.როდესაც უკრაინა დასავლეთს მაღალტექნოლოგიურ მძიმე იარაღს სთხოვს, ყველას ესმის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არ არიან მისი ექსპლუატაციისთვის, და რომ მასთან ერთად ნატოს სპეციალისტების „მიწოდებაც“ არის საჭირო. ეს არის სტრატეგიის საფუძველი, კიევის რეჟიმის გადარჩენის გასაღები და სერიოზული საფრთხე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობისთვის. უკრაინის დასახმარებლად გეოპოლიტიკური თამაში თანდათან გარდაიქმნება აშშ-ის და ნატოს პირდაპირ და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციად რუსეთთან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268303285_0:0:2724:2043_1920x0_80_0_0_0639b29d347715a4a99278056a9ec9a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა
უკრაინის მიერ ნატოს იარაღით ვაჭრობის შესახებ გამამჟღავნებელი პუბლიკაციების სერია დასავლეთის უეცარი „გონების განათება“ კი არ არის, არამედ მოსახერხებელი გამართლებაა იმისთვის, რომ კიევს სამხედრო დახმარება თანდათან შეუმცირონ. ნატოს ქვეყნები სანქციების არაეფექტურობასა და ლენდ-ლიზის უშედეგობაში დარწმუნდნენ.
კიევის რეჟიმისადმი დასავლეთის გულუხვ სამხედრო დახმარებას კონკრეტული მიზანი აქვს − დაასუსტოს რუსეთი „ბოლო უკრაინელამდე“ ომში. თუ საბრძოლო მოქმედებები მიზანს არ აღწევს, რუსეთი სამხედრო ძლიერებასა და წარმატებას აჩვენებს, აკონტროლებს უკრაინის სულ უფრო მეტ ტერიტორიას, ე.ი. მილიარდობით დოლარი და ევრო ფუჭად იხარჯება. შეერთებული შტატები და ნატო არ მონაწილეობენ მსგავს ქველმოქმედებაში. პარტნიორები უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებასა და ლენდ-ლიზს აუცილებლად შეამცირებენ.
ბულგარულმა საიტმა Bulgarian Military-მ 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორუმპირებულმა უკრაინელმა სამხედროებმა ორი ფრანგული თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR რუსულ მხარეს 240.000 დოლარად მიჰყიდეს. ეს მაშინ, როცა მათი რეალური ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი დოლარია. სავარაუდოდ, „ურალვაგონზავოდის“ სპეციალისტებმა ისინი უკვე „ჭანჭიკებამდე“ დაშალეს.
გამოცემამ ასევე გამოავლინა უკრაინული გაყიდვების სქემა დარკნეტში, სადაც Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები 30.000 დოლარად იყიდება − 6-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ერთი რაკეტის ღირებულებაა. „ჯაველინის“ მთელი კომპლექსი დაახლოებით 470.000 დოლარი ღირს.
გამოცემა Shūkan Gendai იაპონიის ეკონომიკური დაზვერვის ყოფილი უფროსის განგაშზე წერს: „უკრაინა, რომელსაც ამერიკული და დასავლური იარაღი მიეწოდება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიულად იყო იარაღით უკანონო ვაჭრობის ბაზა“, დღეს კი ნატოს მიერ კიევის რეჟიმისთვის მიწოდებული იარაღი „შავ ნაკადად“ ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ტერორისტებისა და კრიმინალების ხელში ხვდება − უკრაინაში არსებული კორუფციისა და სრული ანარქიის გამო. საუბარია ათასობით უკონტროლო Stinger-ზე, Javelin-სა და NLAW-ზე, ასევე ასობით დრონ Switchblade-სა და Phoenix Ghost-ზე, სხვა მაღალტექნოლოგიურ, კომპაქტურ და ძალიან საშიშ ნაკეთობებზე.
The Washington Post იტყობინება: „იარაღის მასიური შედინება უკრაინაში იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს". უკრაინაში დასავლური და ნებისმიერი სხვა იარაღი ხშირად „იკარგება“ და აქტიურად იყიდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ერთ-ერთმა ფრანგმა სამხედრო ლიდერმა უფრო კონკრეტულად იწინასწარმეტყველა უკრაინის დასავლური იარაღით გაჯერების „გვერდითი ეფექტი“: „საქმე გასართობად არ გვექნება, როცა „ჯაველინებით“ ბანკების ძარცვას დაიწყებენ“.
ინტერპოლი ბალკანეთში ომს პროგნოზირებს
აზიისა და აფრიკის ქვეყნებში „ჭარბი“ იარაღისა და საბრძოლო მასალის გაყიდვის უკრაინული სისტემა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცუდად შენიღბული ძარცვა რამდენიმე საპრეზიდენტო გუნდს ემსახურებოდა და არ შეიძლებოდა საიდუმლო ყოფილიყო აშშ-ისა და ნატოსთვის. უბრალოდ, ამერიკელები და ევროპელები თვალს ხუჭავდნენ ასეთ „ხარჯებზე“.
პენტაგონის ანალიტიკოსმა კარენ კვიატკოვსკიმ აღნიშნა, რომ კიევის მიერ დასავლური იარაღის „რეექსპორტი“ შავ ბაზარზე თავიდანვე პროგნოზირებადი იყო, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან მზად ნატოს იარაღის დიდი მოცულობის გამოსაყენებლად და ვერ ახერხებენ მათ სტრატეგიაში ინტეგრირებას. უკრაინის მიერ ნატოს სტანდარტების იარაღის ხელახალი გაყიდვის შემთხვევები დოკუმენტირებულია 2015-2016 წლებში და დონბასში საომარი მოქმედებების მთელი რვაწლიანი პერიოდის განმავლობაში.
უკრაინაში დღეს არსებული ვითარება, დიდ ტერიტორიაზე გაშლილი საომარი მოქმედებებისა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სამხედრო ფორმირებების გამო, რომლებსაც ცალკე ლოგისტიკური ხაზები აქვთ, გარე კონტროლს არ ექვემდებარება.
დანამდვილებით შეუძლებელია გარკვევა, თუ რამდენი იარაღი გამოიყენეს, რამდენი დაიკარგა ბრძოლაში და რამდენი გაიყიდა. კიევისთვის ლენდ-ლიზი ციური მანანაა. უშიშროების სამსახურის გამოძიება თანამედროვე დასავლური იარაღის გაყიდვის რამდენიმე ეპიზოდს ეხება. უკრაინაში იარაღის გადაყიდვის ფაქტებზე აღძრული ათობით სისხლის სამართლის საქმე სისტემას არ შეცვლის.
ინტერპოლი აღნიშნავს: „უკრაინაში უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს შორის არიან ღიად მაფიოზური ორგანიზაციების წევრებიც. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური თანამედროვე იარაღის გავრცელებას მთელ მსოფლიოში“. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში უკრაინის შავ ბაზარზე 300.000-მდე იარაღი გაიყიდა. ინტერპოლის გენერალურ მდივანს იურგენ სტოკს „ეჭვი არ ეპარება“, რომ უკრაინის კონფლიქტი გაზრდის იარაღით ვაჭრობას ბალკანეთსა და აფრიკის ომის თეატრებში.
აშშ-ის ლენდ-ლიზისა და უკრაინის უკონტროლო „რკინის ნაკადის“ გავლენით ევროპა შესაძლოა მუდმივი საომარი მოქმედებების ზონად გადაიქცეს − კამორას დაემსგავსოს. არ გამოირიცხება კრიმინალური საერთაშორისო კლანების მიერ გავლენის სფეროების შეიარაღებული გადანაწილება, მაფიის ომები „სტინგერებისა“ და „ჯაველინების“ გამოყენებით. ტერორისტულმა აქტივობამ შეიძლება თვისობრივად ახალ, ტრანსკონტინენტურ დონეს მიაღწიოს.
ნატოს ქვეყნებმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა რეალობა მიიღეს კიევის რეჟიმის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის შედეგად. დასავლეთის ანტირუსული, უგუნური პოლიტიკის გამო უკრაინა შესაძლოა გაქრეს მსოფლიოს რუკიდან, რის შესახებაც კოლეგები და მოკავშირეები აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა გააფრთხილა. და ეს არ არის მთავარი საფრთხე.
სპეცოპერაციის ოთხი თვის განმავლობაში უკრაინის შეირაღებული ძალების თითქმის მთელი საბრძოლო ტექნიკა განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ კიევმა სსრკ-დან მემკვიდრეობით მიიღო 8000-მდე ტანკი, 10000 საბრძოლო მანქანა, 20000 ერთეული არტილერია, 1100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 400 ვერტმფრენი, შავი ზღვის ფლოტის ასობით ხომალდი. ამ არსენალის უმეტესი ნაწილი სწრაფად გაიყიდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში დამოუკიდებლობის პირველი 15 წლის განმავლობაში.
შემდეგ კიევში ცდილობდნენ, მომგებიანად გაეყიდათ სახელმწიფო სუვერენიტეტი და იმავდროულად მეზობელი რუსეთიც. 1991 წლის ნიმუშის კეთილმეზობლობაზე დაბრუნების წერტილი გადალახულია, ჯობს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მსგავსი (საბედისწერო) შეცდომა არ დაუშვან.
როდესაც უკრაინა დასავლეთს მაღალტექნოლოგიურ მძიმე იარაღს სთხოვს, ყველას ესმის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არ არიან მისი ექსპლუატაციისთვის, და რომ მასთან ერთად ნატოს სპეციალისტების „მიწოდებაც“ არის საჭირო. ეს არის სტრატეგიის საფუძველი, კიევის რეჟიმის გადარჩენის გასაღები და სერიოზული საფრთხე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობისთვის. უკრაინის დასახმარებლად გეოპოლიტიკური თამაში თანდათან გარდაიქმნება აშშ-ის და ნატოს პირდაპირ და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციად რუსეთთან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე