https://sputnik-georgia.com/20220708/g20-ministeriali-balize-268318069.html
G20-ის მინისტერიალის მონაწილეებმა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს
G20-ის მინისტერიალის მონაწილეებმა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. „დიდი ოცეულის“ (G20) მინისტერიალზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელს... 08.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-08T10:54+0400
2022-07-08T10:54+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
დიდი ოცეული - g20
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249560043_0:168:2754:1717_1920x0_80_0_0_662f8a3abed5f1557d05f3590e22f119.jpg
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. „დიდი ოცეულის“ (G20) მინისტერიალზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელს ტრადიციულ ერთობლივ ფოტოს არ გადაიღებენ.გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ რიგი ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება არ მოისურვეს.მასმედიის ინფორმაციით, პირველი, ვინც ლავროვთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო.რუსმა მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არც ბლინკენისთვის და არც სხვა არავისთვის არ უთხოვია ერთობლივი ფოტოსესია.მინისტერიალის დაწყებამდე G20-ის წარმომადგენლებისთვის მისასალმებელი ვახშამი გაიმართა, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მინისტრები არ დაესწრნენ − სერგეი ლავროვის იქ ყოფნის გამო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249560043_11:0:2742:2048_1920x0_80_0_0_76d94a83507d0fdfcd3873678a3dd1c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, დიდი ოცეული - g20, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, დიდი ოცეული - g20, მსოფლიოს ახალი ამბები
G20-ის მინისტერიალის მონაწილეებმა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს
10:54 08.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. „დიდი ოცეულის“ (G20) მინისტერიალზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელს ტრადიციულ ერთობლივ ფოტოს არ გადაიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ რიგი ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება არ მოისურვეს.
მასმედიის ინფორმაციით, პირველი, ვინც ლავროვთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო.
რუსმა მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არც ბლინკენისთვის და არც სხვა არავისთვის არ უთხოვია ერთობლივი ფოტოსესია.
„რაც შეეხება განცხადებებს ჩემთან შეხვედრებზე, რომ ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ, მე არც არავინ მომიწვევია ამისთვის. საერთოდ არავინ არსად არ მიმიწვევია. ეს ინდონეზიამ მომიწვია მე“, − უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მინისტერიალის დაწყებამდე G20-ის წარმომადგენლებისთვის მისასალმებელი ვახშამი გაიმართა, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მინისტრები არ დაესწრნენ − სერგეი ლავროვის იქ ყოფნის გამო.