კონფერენს-ლიგის პირველ ტურში ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა წააგეს

© photo: Sputnik / Aleksander Vilfფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
ტურნირზე საქართველოს სამი კლუბი – თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და გორის „დილა“ ასპარეზობდა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კონფერენს-ლიგის პირველ ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართა, სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი დამარცხდა.
თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდესს“ დაუპირისპირდა, „დილა“ – ფინურ „კუპსს“, ხოლო „საბურთალო“ – ალბანურ „პარტიზანს“.
თბილისის „დინამომ“ მატჩი დედაქალაქში, „დინამო არენაზე“ გამართა და 2:3 წააგო.
„საბურთალომ“ ალბანეთის „პარტიზანთან“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე წააგო. ერთადერთი გოლი მეტოქემ პირველ ტაიმში გაიტანა.
გორის „დილამ“ ფინეთში იასპარეზა და 0:2 წააგო „კუპსთან“.
საპასუხო მატჩები 14 ივლისს გაიმართება. „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ჩაატარებენ, „დილა“ კი საკუთარ მოედანზე გორში დაუპირისპირდება მეტოქეს.
ყველა ახალი ამბავი
0