საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები იზრდება

© Pixabay / PublicDomainPicturesაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 30 ივნისისთვის 3.922,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ივნისში რეზერვები 67,2 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტის კურსების რყევის გამო აქტივების გაზრდილ შეფასებას უკავშირდება.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 350,1 მლნ დოლარით, ანუ 8,2%-ით შემცირდა. რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის ბოლოს მიაღწია. რეზერვების ზრდამ 2021 წელს ჯამში 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 944,1 მლნ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 462,3 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,9 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 10,7 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0