https://sputnik-georgia.com/20220708/did-diromsi-axali-parki-gaixsna-268341896.html
დიდ დიღომში ახალი პარკი მოეწყო
დიდ დიღომში ახალი პარკი მოეწყო
Sputnik საქართველო
ახალ პარკში მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, ასევე საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა.
2022-07-08T22:17+0400
2022-07-08T22:17+0400
2022-07-08T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266659820_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a3c5c2e602bb7a9a7c7335eba1013d7d.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14.700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.მერიის ინფორმაციით, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის არსებული ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო განთავსებული, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა.მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 2 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266659820_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b529c77b7b921ca74c349099954a2506.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი დიღომი პარკი
დიდ დიღომში ახალი პარკი მოეწყო
22:17 08.07.2022 (განახლებულია: 22:18 08.07.2022) ახალ პარკში მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, ასევე საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14.700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.
მერიის ინფორმაციით, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის არსებული ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო განთავსებული, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.
„მიხარია, რომ დედაქალაქს 14 ათას კვ მ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. დიდი დიღმის მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. გახსოვთ, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორი სილამაზეა დღეს, სადაც ყველაფერია წარმოდგენილი – ატრაქციონები, ამფითეატრი, ხე-მცენარეები. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ აქ მოსული ადამიანები განიტვირთონ და გაერთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 2 მილიონი ლარი შეადგინა.