მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრალდება ვერ დამტკიცდა: შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. შვეიცარიის სასამართლომ ფიფას ყოფილი ხელმძღვანელი ზეპ ბლატერი და უეფას ყოფილი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი გაამართლა, იუწყება BBC.
სპორტული მაღალჩინოსნები კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილი, მაგრამ სასამართლომ ეს ბრალდებები არასაკმარისად დამტკიცებულად მიიჩნია.
ბლატერისა და პლატინის სასამართლო პროცესი შვეიცარიაში მიმდინარე წლის 8 ივნისს დაიწყო.
პროკურატურამ ფეხბურთის ყოფილ ბოსებს თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბების, გაფლანგვისა და უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენა ბრალი. საუბარია დაახლოებით 2 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე (2,08 მილიონი დოლარი), რომელიც პლატინიმ ბლატერის დავალებით მიიღო.
პროცესის განმავლობაში პროკურატურამ ორივესთვის 20-თვიანი პირობითი პატიმრობა მოითხოვა.
ბლატერი და პლატინი მსოფლიოს გავლენიან საფეხბურთო ფედერაციებს 2015 წლამდე ხელმძღვანელობდნენ, სანამ კორუფციული სკანდალის ფონზე იძულებული გახდებოდნენ, რომ თანამდებობები დაეტოვებინათ.
წყარო: BBC
ყველა ახალი ამბავი
0